29 ოქტომბერი, 2016
რატომ გაუშვეს „მზარეულებიდან“ მთავარი როლის შემსრულებლები - რას ფიქრობს ნიკა ყიფშიძე ნანკა კალატოზიშვილსა და გიორგი მახარაძეზე, რომლებმაც მსახიობები ჩაანაცვლეს
„ჯიდიესმა“ სერიალი "მზარეულების" ახალი სეზონი ახალი მსახიობებით დაიწყო. ნიკა ყიფშიძისა და სოფო გორელაშვილის სერიალიდან წასვლა საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ისინი ნანკა კალატოზიშვილმა და გიორგი მახარაძემ შეცვალეს. მაყურებლების ნაწილს გაუჭირდა მათ როლებში ახალ მსახიობებთან შეგუება, ნაწილი კი სიახლემ გაახალისა. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინტერნეტში ვიდეო, რომელშიც ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ხელფასს არ უხდიან. იმის გასარკვევად თუ რა იყო ნიკასა და სოფოს სერიალიდან წამოსვლის მიზეზი და აქვს თუ არა ნანკას განცხადებას ამ ფაქტთან კავშირი, პირა
დად გავესაუბრეთ სოფოს და ნიკას. სოფომ, არ ისურვა ამ თემაზე საუბარი, მან განაცხადა, რომ უბრალოდ პირობებმა აღარ დააკმაყოფილა. ნიკამ კი გულახდილად გვიამბო მომხდარის შესახებ:

- რატომ აღარ მონაწილეობთ სერიალ მზარეულებში?
- რეალურად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოვლენები შეთანხმების მიხედვით არ განვითარდა. ისე მოხდა, რომ რა რაოდენობის თანხაც უნდა გადაეხადათ, იმდენის გადახდა ვერ მოახერხეს, რატომ - დღემდე არ ვიცი. გადაგვიყვანეს დღიურ ანაზღაურებაზე, დღეში - 100 ლარი. თუმცა, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლებოდა მეტი გამოგვემუშავებია. გავიდა 1- 2 თვე და მივხვდი, რომ პირიქით, უფრო ნაკლებიც გამოდიოდა. მერე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ხდება ასე და საბოლოო ჯამში როლიდან მომხსნეს. ძალიან ცუდია, როცა არანაირი ბერკეტი არ გვაქს.

Rating










- ანუ როლიდან მოგხსნეს პროტესტის ინიციატორობის გამო?
- ხო, შეიძლება ასეც ითქვას. პროტესტის ინიციატორი, რამდენად ვიყავი ვერ გეტყვით. ბუნებრივია, როცა ადამიანს გაგიჩნდება ეჭვი რომ რაღაცაში უსამართლოდ გექცევიან და ეს ეჭვი გამართლდება, პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეს და მშიშარა ადამიანად მიმაჩნია ის, ვინც პროტესტს არ გამოხატავს ასეთ დროს. ჩემი ვარაუდებიც მაქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მხოლოდ ვარაუდებია.

- ინტერნეტში გავრცელდა ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო, ის იგივე პრობლემაზე ლაპარაკობს, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
- ვენაცვალე, ძან კარგი გოგოა თუ საუბრობს ამ პრობლემაზე და ძალიან კარგი იქნება თუ ამას მიექცევა ყურადღება. ასეთი უსამართლობა თითქმის ყველგან ხდება, იმიტომ რომ დამქირავებლებს ყოველთვის უფრო მეტი პრიორიტეტი აქვთ ვიდრე "დასაქმებულებს", რადგან მათ უფლება აქვთ შეცვალონ კონტრაქტი. ჩემი აზრით ეს არის უფლებების შეზღუდვა. მსახიობებს არ აფასებენ.

Rating
















- რა თანხაზე იყავით შეთანხმებული თავიდან?
- იმ პერიოდში მე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვთამაშობდი იქ თავიდანვე როგორი შეთანხმებაც იყო, მქონდა ისეთი ანაზღაურება, შეთანხმება არ დაურღვევიათ. „მზარეულებიდან“ მქონდა შემოთავაზება 2000 ლარიანი ხელფასით, ამიტომ წამოვედი იქ სადაც მეტს მთავაზობდნენ. „მზარეულებში“ თავიდან 1500 მქონდა, დამპირდნენ მომატებას და პირველ ჯერზე შეასრულეს კიდეც პირობა და გადამიხადეს 2000. მაგრამ ამ 2000 ლარის აღება მომიწია დაახლოებით 2- ჯერ.

- რა რეაქცია გქონდათ, როცა პირველად იხილეთ სხვა მსახიობი თქვენ როლში?
- მართლა, გულწრფელად ვგულშემატკივრობდი. გიორგი ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და შესაბამისად წარმატებების მეტს ვერაფერს ვუსურვებ, ისინი რა შუაში არიან.

- არ გააფრთხილეთ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ?
- მე ეგ არ მეხება, თავად შეთანხმდებოდნენ.

- როგორ ფიქრობთ, კარგად თამაშობს?
- მე საბედნიეროდ ძალიან დაკავებული ვარ და ტელევიზორის ყურების საშუალება არ მაქვს , ისე კი ვნახე პატარა ეპიზოდები. გიორგი ძალიან კარგად ასრულებს, მაგრამ რამდენად სწორი ტიპაჟია, ეს სხვა საკითხია.
Rating

















- როგორი პარტნიორი იყო სოფო გორელაშვილი? მასთან ლოგინის სცენების გადაღება გიჭირდათ?
- სოფო ძალიან ნიჭიერია. კი მიჭირდა იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად რთულია ინტიმური სცენების გადაღება. მაგრამ სოფოს პროფესიონალიზმი ძალიან მიადვილებდა საქმეს.

- რომ შეგეძლოთ დროის იმ ეპიზოდში დაბრუნება, როცა სერიალში აგიყვანეს, შეცვლიდით გადაწყვეტილებას თუ ისევ გაივლიდით იმ ეტაპს?
- ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, სიამოვნებას მანიჭებს. ისევ გავივლიდი იმ ეტაპს გამოცდილებისთვის და განვითარებისთვის.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
ძველი მსახიობები უფრო შეეფერებოდნენ :( უცხო და კარგი სახე იყოს ის გოგონა, ნანკა არ მომწონს ამ როლზე :( დააბრუნეთ და ფულებს ნუ ჟმოტავთ !!
14:20 / 02-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS