21 სექტემბერი, 2016
ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას
მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა მინაწერით: "GDS-ის დირექტორმა "მზარეულები" მაგრა აიჩემა". მიმართვაში მსახიობი ამბობს, რომ ეძებს ტელეკომპანიის დირექტორს და მასთან პირადად აქვს შეკითხვები:

"ხომ არ იცნობთ ვინმე? ამბობენ მდედრობითი სქესისააო. სად დაიბადა? როგორ დაიბადა? ვინ გაზარდა? რა ზრდილობაა, იქნებ კითხოს ვინმემ. მსახიობებთან კონტაქტზე არ გამოდის. ამ მსახიობებმა მთელი ზაფხული ხო ვიმუშავეთ, ახლა გადაწყვიტა, მაგრად არ მაინტერესებთ, ხელფასს არ გიხდით აგვისტოს თვისო. ვინმემ კითხეთ, ხო კარგადაა?" - ამბობს კალატოზიშვილი მიმართვაში, რომელმაც ტელესერიალ "მზარეულების"
მეორე სეზონში მიიღო მონაწილეობა.

საკითხის გასარკვევად GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს თათა ძმანაშვილს დავუკავშირდით:

"მართალი რომ გითხრათ, გაკვირვებულები ვართ ამ ვიდეომიმართვით. ვფიქრობთ, რომ მსახიობები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, ვის აქვს მათ წინაშე ვალდებულება. ვადასტურებთ, რომ GDS-სა და "მზარეულების" მწარმოებელ კომპანია "სტენლის" შორის გარკვეული სადაო საკითხები წარმოიშვა, თუმცა GDS-ს თავად აქვს კითხვები "სტენლის" მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
ისე უკეთესი იქნებოდა მანამ სამსახურს დაიწყებდი მანამ გაგერკვია ეგ "წვრილმანები", ალბათ კონტრაქტის შესახებაც გექნებათ ინფორმაცია.
04:20 / 22-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS