25 ოქტომბერი, 2016
ირინა ბაირამაშვილი ბიჭის დედა გახდა - რა დაარქვა მომღერალმა შვილს
ირინა ბაირამაშვილი დედა გახდა. ''დაიბადა ჩემი პრინცი, დანიელი'', წერს მომღერალი ფეისბუქზე.

ირინა ბაირამაშვილის და მიკუნა ღაღაშვილის სიყვარულის ისტორია, ბევრისთვის უცნაურად დაიწყო.

ხუთდღიანი ნაცნობობის შემდეგ წყვილი მიხვდა, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ბევრი სკეპტიკურად შეხვდა წყვილის სპონტალურ გადაწყვეტილებას.

თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ ოჯახის სიმტკიცისთვის დიდხანს შეხვედრები და დიდი ხნის ნაცნობობა საჭირო არაა. ხანდახან ძალიან მალე ხვდები, რომ შენს მეორე ნახევარს შეხვდი.

ასე მოხდა ამჯერადაც.

ირინა და მიკუნა ერთად თავს გადასარევად გრძნობენ.

წყვილს დანიელის დაბადებას ვულოცავთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS