20 მაისი, 2014
ირინა ბაირამაშვილი გათხოვდა - "გაცნობიდან ხუთ დღეში ამიხსნა სიყვარული''...
თიკამ რამდენიმე წუთის წინ თიკამ სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა "ჩემ გოგოს ვულოცავ გაბედნიერებას, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ თავის საყვარელ მიკასთან ერთად. მიყვარხარ, ძალიან, ძალიან, შენი მეჯვარე'' - ეს სტატუსი დილას მომღერალმა თიკა ჯამბურიამ მომღერალ ირინა ბაირამაშვილის შესახებ გამოაქვეყნა.

ცნობილ სახეებს ხშირად უყვართ ხუმრობა და ხანდახან ჟურნალისტების მოსატყუებლად ათას ხრიკს მიმართავენ. ქორწინების რგოლს მარჯვენა ხელის არათითზე იკეთებენ და სურათებს იღებენ.

ამ კუთხით თიკამ ერთხელ უკვე მოატყუა პრესა, ამიტომ მომღერლის სტატუსი არ დავიჯერეთ.

Rating

თიკამ რამდენიმე წუთის
წინ თიკამ სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ირინას დავურეკეთ და მილოცვის შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ირინა ბაირამაშვილი:

- ჩემი რჩეული მიკუნა ღაღაშვილია. პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ ამჯერად თავისი პროფესიით არ მუშაობს. საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში თვენახევრის წინ დაბრუნდა.

ჩვენი ბებია-ბაბუები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ამიტომ ერთმანეთი რომ გავიცანით, თავიდან მეგობრობა დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანია. გაცნობიდან ხუთ დღეში ამიხსნა სიყვარული. ძალიან მალე დავთანხმდი.

წარმოშობით კახელია, მაგრამ თბილისში დაიბადა. მაინც ისე გამოვიდა, რომ წარმოშობით კახელს მივეკედლე.

ერთ თვეში საფრანგეთში მივდივართ თაფლობის თვის გასატარებლად, მაგრამ საცხოვრებლად იქ არ დავრჩებით. მიკუნა პატრიოტი ადამიანია და უნდა, რომ მისი შვილები საქართველოში დაიბადონ.

ჯვარი დღეს სიღნაღში დავიწერეთ, მიკამ ძალიან ბევრი სიურპრიზი გამიკეთა.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ლალი
გაიხარეთ
12:32 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მილა
რა გჭირთ ხალხო. ახალგაზრდა წყვილი დაქორწინდა. უსურვეთ ბედნიერება! თუ თქვენში სიკეთე არ არის ბუმერანგის პრონციპს მაინც ნუ დაივიწყებთ.
19:56 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
ირინა არაჩვეულებრივი მომღერალია,ბედნიერ ქორწინებას ვუსურვებ.
16:00 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
ჩემს შვილს ქვია მიქაელი და მიკას ვეძახით ალბათ ამასაც ასე ქვია :)))
12:51 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
lika
ვინ არის ირინა?მსახიობია? ვინდს იდსიტ მოისერეთ რა?
20:50 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS