21 ოქტომბერი, 2016
მარიკა თხელიძე ქმარს დაშორდა - მომღერლის პირველი კომენტარი
საზოგადოების ყურადღების ობიექტი არაერთხელ გამხდარა მარიკა თხელიძისა და მისი მეუღლის, გიგა ანდრიაძის სიყვარული.

ისინი 2014 წელს დაოჯახდნენ, 2 წელიწადში კი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნიკუშა დაარქვეს. ბავშვის ნათლია და დედოფლის მეჯვარე, არანაკლებ ცნობადი სახე, თიკა ჯამბურია იყო.

როდესაც მარიკამ იმშობიარა, გიგამ მეუღლეს ჯიპი აჩუქა.
"გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო" - თქვა მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მარიკა თხელიძისა
და გიგა ანდრიაძის ოჯახი დაინგრა.

გავრცელებული ამბავი თიკა ჯამბურიასთან გადავამოწმეთ. მან მარიკას და გიგას დაშორება არც დაადასტურა და არც უარყო, აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით მარიკა არაა იმ მდგომარეობაში, რომ ლაპარაკი შეძლოს.

თავად მარიკამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

მარიამ კაკაურიძე

ბეჭდვა