15 აგვისტო, 2016
მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად "მერსედესის ჯიპი" აჩუქა
მომღერალი მარიკა თხელიძე, ივლისში დედა გახდა - მას პირველი შვილი, ნიკუშა შეეძინა. ახალბედა დედა "თბილისელებთან" საუბარში ამბობს, რომ პატარასთან კონტაქტი პირველივე დღეს არ გასჭირვებია. მშობლები პატარას 40 დღისას მონათლავენ და როგორც მარიკა ამბობს, მისი ერთ-ერთი ნათლია, დედის მეჯვარე მომღერალი თიკა ჯამბურია იქნება.

"ნიკუშა 3 კლოგრამი და 49 სანტიმეტრი დაიბადა და რომ დავინახე, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ჩემს მუცელში როგორ ეტეოდა-მეთქი. სხვათა შორის, ყველა ამბობს, შენ გგავსო, მაგრამ ჩემი აზრით, მამის ნაკვთებიც აქვს. ორივეს - მამის და
დედის მიქსია. გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო. მომავალში ვის დაემსგავსება, არ ვიცი, მაგრამ იმერელ-გურულის ნაჯვარია და ეს ხასიათში უკვე ემჩნევა"

- მშობიარობას მეუღლე ხომ არ დაესწრო?
- გიგა სამშობიაროში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია, თუმცა, მეუბნებდა, თუ ეს შენთვის ერთგვარი შვება იქნება, მზად ვარ მშობიარობის პროცესს დავესწროო. მე ვიყავი წინააღმდეგი, რადგან ვიცი, ეს დიდი სტრესია მამაკაცისთვის.

- პატარას ვისი სახელი დაარქვით?
- მამაჩემის სახელი დავარქვი და ამის წინააღმდეგი არც გიგა ყოფილა, მან იცის, ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მიშვნელოვანი ადამიანია. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იზა
გილოცავთ პატარას შეძენას, უფალმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი! დიდი სიყვარულით ბორჯომიდან
17:50 / 18-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS