- პოლიტიკურ პლატფორმაზე გკითხავთ. თქვენს სერიალებში დაკავებული ბევრი მსახიობი, პარალელურად, GDშ-ის სერიალებშიც იღებს მონაწილეობას.
- ჰო, მან უარი თქვა აქ თამაშზე და ძალით ხომ არ ვათამაშებდი? მე პრობლემას მიქმნიდა მისი გრაფიკი და დაისვა პრიორიტეტების საკითხი. მისთვის პრიორიტეტი ის აღმოჩნდა და კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეს... მე მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მსახიობების ოთხმოცი პროცენტის შეხედულებები შეიძლება, მას საერთოდ არ ემთხვევა. მაგრამ, როცა საქმეს აკეთებ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ნასიძისთვის "რუსთავი 2" იყო პოლიტიკური პროპაგანდის მანქანა. მის პოლიტიკურ პრეფერენციებს GDშ ესადაგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერში შეგვიზღუდავს.
- კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო წავიდა, იყო დათუნა გოცირიძე.- "რუსთავი 2-ის" კრიზისის დროს, მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, აქ მისი ადგილი არ იყო. ეს მისი არჩევანია, მე არაფერში შემიზღუდავს.
- როგორც ვიცი, ამ სეზონზე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ზურა ინგოროყვა (გმირი - კოტე) უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმის გამო, რომ ის პარალელურად, გოგა ხაინდრავას ფილმშია დაკავებული, თქვენ სცენარი შეცვალეთ...
- კი. ვგეგმავდით, რომ კოტეს ხაზი უფრო მსუყედ ყოფილიყო სერიალში. რომ გითხრა, დაწერილი სცენარი გადაკავეთეთ-მეთქი, არა, მაგრამ იდეის კორექცია მოგვიხდა მსახიობის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მიყვარს ადამიანები, რომელთაც ტყუილის გარეშე უყვართ რეალური მოცემულობის თქმა და თუ მოცემულობა ჩვენც გვაწყობს, მაშინ ვთანხმდებით. იხილეთ სრულად