27 აგვისტო, 2015
რატომ დატოვა „ჩემი ცოლის დაქალები“ რეზო ნასიძემ - „გული რომ მწყდებოდეს, არც წამოვიდოდი...“
ბაბუა რვაჯერ დაიჭრა ომში და ხუთჯერ მიუვიდა განთავისუფლების წერილი მალე დაიწყება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მომდევნო სეზონი. ცნობილია, რომ სერიალი რამდენიმე მსახიობმა დატოვა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა რეზო ნასიძეც, როელსაც სულ სხვა პროექტში ძალიან მალე ვიხილავთ.

- რეზო, „ჩემი ცოლის დაქალებში“ კიდევ გიხილავთ?
- ამ სერიალიდან წამოვედი. სხვა პროექტში ვარ და მომავალში დავბრუნდები თუ - არა, ჯერ არ ვიცი.

- როგორც ვიცი, „ჯიდიესის“ ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობ. გვიამბე, რა სერიალია და რამდენ ხანში გიხილავთ კვლავ ეკრანზე?
- სავარაუდოდ სექტემბერში გავა სერიალი ეთერში. სერიალის სახელწოდებაა „ქერჩი ანუ დაკარგული გმირები“.

- შენ ვის როლში გიხილავთ?
- ვთამაშობ ამბროსი შენგელიას, რომელიც რეალურად იყო ჩემი დიდი ბაბუა.

- სავარაუდოდ ალბათ ამანაც განაპირობა, რომ „ჩემი ცოლის დაქალებს“ ახალი სერიალი ამჯობინე.
-  „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც კამერასთან ურთიერთობა. მერე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ერთი და იგივეს დიდხანს კეთება არ მინდოდა.

- ფართო მაყურებელმა ამ სერიალიდან გაგიცნო და გული არ დაგწყდა რომ წამოხვედი?
- გული რომ მწყდებოდეს, არც წამოვიდოდი. ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა ამ ეტაპზე სერიალიდან წამოსვლა.

- სერიალი „ქერჩი ანუ დაკარგული გმირები“ რეალურ ამბებზეა აგებული?
- კი, რეალური ადამიანების რეალურ ისტორიებზეა სერიალი. მაგალითად მე ვთამაშობ ჩემი დიდი ბაბუის როლს. მისი ჩანაწერები გვაქვს, სადაც სამამულო ომი აქვს აღწერილი და რაც თავს სინამდილეში გადახდა. სერიალში მისი და სხვა ომის მონაწილეების რეალური ამბებია.

- შენი ბაბუა დაბრუნდა ომიდან?
- ბაბუა რვაჯერ დაიჭრა ომში და ხუთჯერ მიუვიდა განთავისუფლების წერილი, მაგრამ ხუთჯერვე დაბრუნდა. სამამულო ომს გადაურჩა. 1988 წელს დაიღუპა.

- სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ სხვა მსახიობებიც თამაშობენ?
- ამ სერიალიდან კიდევ გიორგი ცაავა იქნება. ჩემთან ერთად თამაშობს გიორგი მახარაძეც. ის სერიალის რეჟისორის, ლევან დაბრუნდაშვილის ბაბუის როლშია.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
nat
რაიმე ისეტი გააკეტონ ,ეროვულ ტვითსეგნებას რომ აგვიმაღლებს.
22:07 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინკო
არ ვთვლი, რომ რუსეთის დაკვეთაა, ბაბუაცჰემი ქერჩში გარდაიცვალა და ამ უსტორიაში მისი სახელიც წერია. ისტორიას ვერ მოკლავთ,ძალიანაც რო გინდოდეთ...
13:18 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
ლელა მებურიშვილი მილიონჯერ ჯობია გაჩეჩილაძეს და ამიტომაც არ ვისურვებდი მის წასვლას.. არც ის ვიცი როგორ ვუსურვო ადამიანს წარმატება ჯიდიეს–ზე.. თუმცა კარიერაში წინსვლას ვუსურვებ! თუ რა თქმა უნდა ტელევიზიის უნიჭოობიდდან გამომდინარე ადვილად მისაღწევი იყოს!
12:51 / 28-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლამაზი ქალი
რეზო შვილო, არაჩვეულებრივი, ნამდვილი, რეალური და ბუნებრივი სახე ჰქონდათ შენს და შენი "მეუღლის" შექმნილ გმირებს, წარმატებებს გისურვებ და როგორც ადრე გაჩეჩილაძის წასვლამ გააღარიბა სერიალი, ისეთი შეგრძნება გვექნება შენი წასვლით. ერთი, ამ მებურიშვილს აღარ დაადგა საშველი რო წავიდეს, ძალიან ცდილობს შეცვალოს გაჩეჩილაძე, მაგრამ არ გამოდის. დააბრუნეთ გაჩეჩილაძე
12:13 / 28-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
წარმატებებს გისურვებ! ვთვლი, რომ ეს ისტორიაა და არა პროპაგანდა, ისტორია, რომელიც მოგწონს ან არა, მაგრამ რეალობაა და თუ გვინდა, ვიცოდეთ, რატომაა ქერჩი ყველაზე დიდი ტკივილი იმ ომისა, უნდა ვიცოდეთ სიმართლე! და არ იკადროთ იმ ომში გარდაცვლილებს ''უაზროდ შეწირულები'' უწოდოთ უახლესი ომების ფონზე! 90-იან წლებში საქართველოს გასაბჭოება ისწავლებოდა 3-4 გაკვეთილში, საიდანაც ბევრს ვერაფერს გაიგებდით, არ ეთქმოდათ სიმართლე და იმიტომ! ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი-თავისაზეც ვერა. შეცდომებს, იცოცხლე, ბევრს ვუშვებთ,რომ გამოვასწოროთ, უნდა დავინახოთ, ვაღიაროთ, მოვინანიოთ და გავითვალისწინოთ.წარმატებებს ვუსურვებ ფილმს!
09:47 / 28-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS