25 ივლისი, 2016
როგორ სამოსში აპირებენ ქართველები რიოს ოლიმპიადაზე გამგზავრებას - ''ნამდვილი პატრიოტი ხარ, ეროვნულ შტრიხს ხაზს რომ უსვამ''...
მეორე დღეა არ წყდება კრიტიკა რიოს ოლიმპიადაზე მიმავალი ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე. შეიქმნა არაერთი სახალისო ფოტო ამ თემასთან დაკავშირებით.

ერთ - ერთმა პირველმა უცნაურ სამოსში ''გამოწყობა'' ბიძინა ბარათაშვილმა გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
''1 აგვისტოს გამთენიისას რიოში მივდივარ ოლიმპიადაზე''!, დაწერა ბიძინა ბარათაშვილმა ფეისბუქზე.

''ნამდვილი პატრიოტი ხარ, ეროვნულ შტრიხს, რომ ხაზს უსვამ'', წერენ ბიძინას მეგობრები.

ბიძინას არ ჩამორჩა ალექსანდრე პეტრიაშვილი, რომელმაც ისეთი უცნაური სამოსი აირჩია, რომ წერენ, მოჯახედივით გაცვიაო.

''წავედი მე რიოში, ჩვენების მხარდასაჭერად! წინ,
ოლიმპიური მწვერვალებისკენ''! წერს ალექსანდრე პეტრიაშვილი.

ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ბეჭდვა