23 ივლისი, 2016
ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სადაც სპორტსმენები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ. მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი, ხმაური ატყდა, ვინაიდან სპორტსმენების სამოსმა ცოტათი დააბნია ადამიანები, მიიჩნიეს, რომ ის ქართული სამოსი არ არის.

ვინაიდან სამოსი ოლიმპიურმა კომიტეტმა კომპანის მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი სწორედ მის დირექტორს, პროფესიით მხატვარ ანი ნინუას დავუსვით.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი,
ოღონდ, მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში.
6 წელია, გვაქვს მაღაზია და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.
ვცდილობთ, ადამიანებს ავუხსნათ თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული სამოსია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალებიები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად ქავთარა, რომელიც რაჭველებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესს ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, მაგრამ იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?
- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, რომლიც მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება.

ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მარა
საშინელებაა და ყველაზე საშინელება ისე არის კიდევ, რომ დღეს ,, პარტნიხას '' დიზაინერი ჰქვია.
06:37 / 24-07-2016
გამოხმაურება / 0 /
H2SO4
123 -ს: არაფერ ზიზღს არ იწვევს. სახტად დავრჩი ისეთი უგემოვნო და შეუფერებელი ტანსაცმელი აცვიათ. მაგ ლოგიკით, "სუხიშვილებს" მაშინ "ადიდასები" უნდა ეცვათ.
21:19 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
H2SO4
ცოდონი არიან, ვინმემ ხმა მიაწვდინეთ, არ ჩაიცვან ეს საშინელება. მესმის, რომ ახალი კოსტიუმების ფინანსები და დრო აღარაა, მაგრამ რამე 5 ლარიანი თეთრი მაიკები ჩაიცვან და წითელი შარვლები, დროშის ფერებში.
20:51 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
123 არ დაბლოკოთ!!!!!!!!!
ძალიან აღშფოთებულების გასაგონად,იგივე ტონალობით და რიხით შეგიძლიათ დასცინოთ მაგალითად შოტლანდიელს,რადგან ეროვნული სამოსი კილტი აცვია??? რომელ ქვეყანაზე ნაკლები ისტორია გვაქვს,ან ასეთი სამოსი,რომ მისი გამოჩენა სასირცხვილო იყოს? რატომ იწვევს ყველაფერი ეროვნული,ქართული თქვენში ზიზღს და აღშფოთებას.რას ამტკიცებთ ამით გიფიქრიათ? აქცენტს იმაზე უნდა აკეთებდეთ,რომ სხვისი ქვეყნის სამოსი თურმე როგორ ჰგავს ქართულს,და არა პირიქით.ესეთი ანტიქართული და არაეროვნული აზროვნების გამოა ზუსტად,ყველაფერს რომ გვპარავენ და მიითვისეს სხვა მეზობელმა ერებმა,რომ საკუთარის დაფასება და პატივისცემა ვერ ვისწავლეთ.ცოტა აზრზე მოდით,ჯობია და პატივი ეცით ისტორიას და ქვეყნის კულტურას! კულტურა მარტო ღვინო,ცეკვა და სიმღერა არაა!!
20:30 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS