24 ივლისი, 2016
მანიკა ასათიანის მეუღლის ემოციური პოსტი -„აუცილებლად დავბრუნდები ბევრად ძლიერი და დავუმტკიცებ პირველ რიგში ჩემ თავს და მერე სხვებს, რომ გაცილებით ბევრი შემიძლია“
კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მომხდარის შემდეგ ბექა წივწივაძემ „იმედთან“ გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხდარის გამო ბოდიშს იხდის.

მოგვიანებით ბექამ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი დაწერა.

"დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა თბილი სიტყვებისთვის! მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი და კეთილი ადამიანები არსებობენ!

აუცილებლად დავბრუნდები ბევრად ძლიერი და დავუმტკიცებ პირველ რიგში ჩემ თავს და მერე სხვებს, რომ გაცილებით ბევრი შემიძლია და
კიდევ ბევრჯერ ვასახელებ ჩემ ქვეყანას"!!!
ბეჭდვა