21 ივლისი, 2016
„წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. "ჰაშიში"... ცუდი შემთხვევა მოხდა“
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტელეწამყვან მანიკა ასათიანის მეუღლე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს. ბექა წივწივაძემ "იმედთან" საუბარში მომხდართან დაკავშირებით გულახდილად ისაუბრა.

"ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრამვა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. "ჰაშიში"... ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბექა წივწივაძემ.

კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS