21 ივლისი, 2016
მანიკა ასათიანის პირველი კომენტარი მეუღლის გარშემო ატეხილ სკანდალზე - „ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა“ ...
ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ფეისბუქზე მეუღლის, კალათბურთელ ბექა წივწივაძის სკანდალზე სტატუსს აქვეყნებს.

„დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა(თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას).

რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე, რომ მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით, რომ ხარობთ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად!

ცოტა ნაკლებად მეიმედება რამე ეშველოს იმ ბრბოს,
რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ , კუდის მობმა არაა საჭირო.

პ.ს ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ  არ ინერვიულოთ“

„წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. "ჰაშიში"... ცუდი შემთხვევა მოხდა“


ბეჭდვა