14 ივლისი, 2016
რა ვითარებაში გარდაიცვალა მანჩო გიორგობიანის შვილი
რამდენიმე საათის წინ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, რომ მისი შვილის მეგობარი, სანდრო გარდაიცვალა.
ნანუკა წერდა, რომ მისმა შვილმა მარიამმა ეს ამბავი ძალიან განიცადა, ''გუშინ მარიამის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე, რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა უნდა დავწერო!

საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი
შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!'

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა მანჩო გიორგობიანის შვილზე საუბრობდა.

გოგოლა კალანდაძე წერს: "მანჩო გიორგობიანს გარდაეცვალა შვილი, უვაჟკაცესი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი" წერს გოგოლა. 

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანდრო ამერიკაში ერთ-ერთ ღამის კლუბში იპოვეს. ამის შესახებ ამბები. გე წერს

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სანდრო ნიუ -იორკის აეროპორტის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი, ამის შესახებ ინფორმაციას, მეტრონომი ავრცელებს.
ბეჭდვა