14 ივლისი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი შვილის მეგობარზე - ''ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე, რომ სანდრო გარდაიცვალა''
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შვილის მეგობარზე წერს. როგორც მისი პოსტიდან იკვევა, მარიამის მეგობარი გარდაიცვალა.

''მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ ააქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი, ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ.

თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა. მათი ისტორიებით, პრობლემებით, წარმატებებით. არავის უკვირს უკვე ჩვენი ურთიერთობები.

ასე მოვიდა ერთხელ და მომიყვა სანდროს შესახებ. მარწმუნებდა, რომ სანდროსნაირი ბიჭი ცოტაა
ამ ქალაქში და მეც გაღიმებული ვუსმენდი. იმიტომ რომ მარიამი ასე ყვება ყველა მის მეგობარზე. მოახერხა და იმდენი ქნა შემაყვარა სანდრო, ბიჭი, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. შემაყვარა იმიტომ, რომ მარიამს უყვარდა ძალიან. კარგი ბიჭი სანდრო.

გუშინ მის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე, რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა დავწერო!

საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ირაკლი
''ისტერიკანარევი ტირილი"-მაღალ მხატვრული სალიტერატურო ენა... (ნეტა ეს დედაკაცი ვინ გადაჩეხა ამ საშინელ სნობიზმში)
15:48 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თათკა
საშინელებაა, სანდრო ეხლა იწყებდა ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ ძალინ კარგი ადამიანი იყო და დამენანა ადამიანურად. ღმერთმა გაანათლოს ამ ახლგაზრდა ბიჭის სული.
16:13 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
111
მართლა კარგი ბიჭი იყო სანდრო. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული :))
14:20 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS