30 ივნისი, 2016
'ველაპარაკე ლუკას დედას... ან გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, ან მივალთ პროკურატურამდე''
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რაზე ესაუბრა ლაშა ჩხარტიშვილის დედას.

''ველაპარაკე ლუკას დედას, რომელმაც მიმართვა გაავრცელა, თითქოს მე დავპირდი და არ დავეხმარე მის შვილს.

მან მითხრა, რომ ეს დაწერა ერთი მიზეზის გამო. მას "ვიღაცეებმა" უთხრეს, რომ თითქოს მე დავწერე პოსტი, რომ თანხა რომელიც უნდა გადარიცხულიყო მიხოსთვის, (შეგახსენებთ, სწორედ ამ ბავშვის დასახმარებლად ჩამოვიდა უკრაინელი მსახიობი ბონდარენკო და ორგანიზატორებმა, ხაზს ვუსვამ, ორგანიზატორებმა ფული ბავშვს ამ დრომდე არ ჩაურიცხეს)

მის შვილზე დაიხარჯა. მაქვს აუდიო
ჩანაწერი დედასთან საუბრის. ან ეს ტყუილი როგორ გაბედეთ, ან რას ხლართავთ რომ თავი გადაირჩინოთ! ასე რად გიღირთ ეგ 19.000 ლარი რომ ამდენ სისულელეს აკეთებთ?! მოკლედ, ბოლომდე ჩაგყვებით! გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე! რაც არ უნდა ხლართოთ არ გიშველით!'', წერს ნანუკა. 

სკანდალის გაგრძელება - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ჩხარტიშვილის დედას პასუხობს - ''ბოლომდე ჩავყვები ამ ამბავს! არაფერი გიშველით''



ბეჭდვა