30 ივნისი, 2016
”ამ პასუხს ის მადლიერი დედა გწერთ, რომელიც ამჯერად თქვენგან დარჩა მოტყუებული!” - ლუკა ჩხარტიშვილის დედის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს
რამდენიმე დღეა არ წყდება ხამური იმ საქველმოქმედო საღამოებზე შემოსული თანხების გამო, რომლისთვისაც სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა. ორი დღის წინ, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემას სკანდალური სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ შემოსული თანხა ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული იმ ბავშვის ანგარიშზე, ვისთვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ:

"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.

სტანისლავ ბონდარენკო რომელი
ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს (პატარა ბავშვისთვის ოპერაციის თანხა გროვდებოდა), ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ოჯახისთვის. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად, გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.

წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. სპექტაკლებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ, თორემ გახსნილ ანგარიშზე რაც ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.

ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით. ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს, ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, ვინ და რატომ ითაღლითა", - წერდა ნანუკა.

დღეს კი ნანუკას უკვე იმ ბავშვის დედა სცემს პასუხს, რომელსაც ზემოხსენებული ქველმოქმედების შედეგად შვილის გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ. გთავაზობთ, ლუკა ჩხარტიშვილის დედის პოსტს:
იხილეთ პოსტი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS