20 ივნისი, 2016
ლიზა ყენიას მოწოდება - „არ უყუროთ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“...
„არ უყუროთ "ცეკვავენ ვარსკვლავებს". მე არ ვცეკვავ. სმაილებით წერს ლიზა ყენია ფეისბუქზე. ისედაც ბოღმიანი გონიხარ ხალხს და კიდევ ეს უნდოდათ? წერენ ლიზას მეგობრები.

ამ სტატუსს ლიზა, რა თქმა უნდა, ხუმრობით წერს “ჩემებო დღეს ყველა ვუმესიჯებთ ჩქიმ ჯანოს და კარინას“, ვკითულობთ ლიზას დღესვე დაწერილ ერთ-ერთ სტატუსში.

როგორც ცნობილია, პროექტის დატოვების შემდეგ ლიზა ჯანო იზორიას გულშემატკივრობს, უნდა, პროექტი სწორედ მან მოიგოს და არა სტანისლავ ბონდარენკომ. ლიზამ ამასთან დაკავშირებით ვრცელი სტატუსიც დაწერა ფეისბუქზე და ბევრი კრიტიკის მოსმენაც მოუწია.

წერდნენ,
რომ ლიზამ სტანისლავ ბონდარენკოს ყურადღება ვერ დაიმსახურა და იმიტომაც გაბოროტდა.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვების შემდეგ ლიზა ყენია სტანისლავ ბონდარენკოს უპირისპირდება: ''გონს მოდით, ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში''

ბეჭდვა