14 ივნისი, 2016
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვების შემდეგ ლიზა ყენია სტანისლავ ბონდარენკოს უპირისპირდება: ''გონს მოდით, ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში''
ლიზა ყენიამ პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გამიმართლა რომ მაიას შვილი ვარ. ადამიანის, რომელიც ყველაზე სამართლიანი, რეალისტი და სუფთა ადამიანობის მქონე დედაა. გამიმართლა, იმიტომ რომ მისგან ადამიანობა ვისწავლე, თავმოყვარეობა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი.

მიხარია და ბედნიერი ვარ რომ არც ერთი წამი ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და არც ბინძური. ჩემი შრომით, წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების
მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა.

ამაყი ვარ თქვენი იმ ადამიანების ვინც ერთი სმს მაინც გამოაგზავნა. ბევრი კარგი სიტყვა მითხარით ჩემს გასამხნევებლად, რაც ძალიან დამეხმარა. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს ვინც გამუდმებით მლანძღავდნენ, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. და როგორც თქვენ ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი.

ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ. არც ბანკიდან სესხები გამომიტანია, რომ ფინალში ასე გავსულიყავი.

ვიმეორებ, მე არ მინდოდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ რომ უმაგრესი მეგობრები შემძინა პროექტმა. რატი, შენ ხარ ჩემი სიამაყე. მეამაყები რომ გიცნობ და ვცეკვავდი შენთან ერთად. და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ. მიყვარხარ და უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან იყავი.

და მინდა გითხრათ, ან გირჩიოთ. ადამიანმა აირჩია ის პროფესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის გახდა მსახიობი. მოგეხსენებათ ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ. და ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს, და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან-თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში და ჯანო იზორია ფოთიდან არ უნდა დადიოდეს თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით" - წერს ლიზა ყენია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
Lela
აქ სტასი იმიტომ კი არ მოსულა რომ, იფიქრა პოპულარული ვარ და ხალხი ხმას მომცემსო. ის მოიპოვებს ბინას ვინც იმსახურებს და არა ის ვინც მისი პოპულარობით სარგებლობს . როცა ლიზა გავარდა ვთქვი რომ ის ღირსი არ იყო უნდა დარჩენილიყო მეთქი და მის ნაცვლად ანდრია და სალომე უნდა გავარდნილიყო მეთქი, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ვცდებოდი. 12 წლის ვარ ვიცი ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ რაც სიმართლეა ვერ დაიმალება ეტყობა აქ ლიზა ბინისა და ცეკვისთვის კი არ მოსულა შურისთვის მოსულა შურს სტანისლავის და ამის გამო მოსულა
01:59 / 19-06-2016
გამოხმაურება / 0 /
Lela
ნინოს ვეთანხმები რა შუაშია, რომ სტანისლავი, იმიტომ მოიგებს ბინას, რომ პოპულარულია ის მოიგებს ბინას ვინც იმსახურებს და არა ის ვინც თავისი პოპულარობით სარგებლობს. ლიზა როცა გავარდა ვთქვი რომ მის ნაცვლად ანდრია და სალომე უნდა გავარდნილიყო მეთქი მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი ის აქ ცეკვის და ბინის გამო კი არ მოსულა შურის გამოა მოსული. ლიზაყენიას 100% არ ვეთანხმები . ვიცი ამას არ უნდა ვწერდე12 წლის ვარ მაგრამ რაც სიმართლეა იმას ვერ დავმალავთ
01:40 / 19-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაყურებელი
ბონდარენკო ძალიან კარგად ცეკვავს, თქუმცა ხმას ანდრიას ვაძლევ...
19:26 / 16-06-2016
გამოხმაურება / 0 /
777
სტასი არა რუსი, არამედ უკრაინელია; ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა.
11:57 / 16-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ეს კონკურსია თუ ბაზარი? შეკვეთას რომ იძლევა ეს გოგო ისედაც აშკარად ჩაგრავს ჟიური იმ ბიჭს
01:34 / 16-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS