ყვითელ პრესაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ია ფარულავას და ტარიელ სუარის ქორწინება, შოუს ნაწილი იყო. ამ ამბავს თავად წყვილი არ ადასტურებდა. მაყურებელმა ბევრჯერ ნახა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, თუ როგორი მოსიყვარულე ცოლ-ქმარი იყვნენ.
იასა და ტარიელის შესახებ დაწერილ მასალებს, ყოველთვის თან ახლდა ინკოგნიტო ავტორის მიერ დაწერილი კომენტარები, რომ წყვილმა საიდუმლოდ აიყარა ჯვარი და ერთად აღარ ცხოვრობენ.
როგორც ჩანს ამჯერად ტარიელმა გადაწყვიტა, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს:
„მიუხედავად
ტარიელს და იას დაშორების შესახებ ბევრჯერ დაუსვეს კითხვა ჟურალისტებმა, მაგრამ წყვილი პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა. ამბობდნენ, რომ სერიალის გადაღებას გეგმავდნენ თავიანთ ცხოვრებაზე და სიმართლეს მაშინ გაამხელდნენ. რამდენიმე თვის წინ „ვანოს შოუში“ სტუმრად მისულმა ტარიელმა ხუმრობით ისაუბრა მისი და იას ურთიეთობაზე.
ია მაშინ დაემუქრა ტარიელს, თუ კარგად არ მოიქცეოდა, ყველას ეტყოდა, რომ მისი კარავი „ხრუშჩოვკად“ გადაიქცა.
რამდენიმე საათის წინ ტარიელის დაწერილ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„მუსიკა ყოველთვის ჭრის მათზე, ვისაც შინაგანი კულტურა აქვთ“.
ტარიელი: „მე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ მინდა, თორემ რაც უნდა ის სწერონ! თავში ქვა უხლიათ“
„ალბათ თვითონ ია გიხსენიებს ქმრად და მაგიტომ“
ტარიელი: „წარმოდგენა არ მაქვს“.
ასევე იხილეთ