06 დეკემბერი, 2015
ტარიელის კარავი „ხრუშჩკოვკად“ გადაიქცა
ტარიელი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-ში იასგან გაიგეს მისი გეგმების შესახებ მას შემდეგ რაც ია ფარულავას და ტარიელ სუარის ქორწინება შედგა, მათ შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. რამდენჯერმე დაიწერა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ამას არ ადასტურებს.

„ვანოს შოუში“ სტუმრად მისულმა ტარიელ სუარმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი და იას შეუღლების ამბავი. აქამდე ვიცოდით, რომ ტარიელმა იას გამო დაიკლო წონაში, მაგრამ „ვანოს შუში“ ტარიელი სიცილით ყვებოდა, გერმანელი ბალერინის გამო სამ თვეში როგორ დაიკლო 50 კილოგრამი.
მაგრამ ბოლოს როდესაც ბალერინამ უთხრა, შენ ნამდვილად იმსახურებ ჩემს თავსო, ტარიელი დაფიქრდა, ის გოგონა რამდენად იმსახურებდა მას.

ამასობაში კი ია წერდა ფეისბუქზე, რა კარგად უკრავთ ბახსო. თბილისში ჩამოვიდა, იას დაუმეგობრდა და მერე „ნიჭიერის“ სცენაზე რაც მოხდა, ყველას გვახსოვს.

ტარიელი ყვება, რომ ის აპირებდა იასთვის ხელის თხოვნას, როცა „რუსთავი 2“-იდან დაურკეს და შესთავაზეს, სცენაზე შეეთავაზებინა ცოლობა. ტარიელი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-ში იასგან გაიგეს მისი გეგმების შესახებ.

ამ აღიარების შემდეგ „ვანოს შოუში“ იამ დარეკა და მეუღლეს გაბრაზებულმა მიმართა, ტარიელი კი ხარ, მაგრამ მორჩი ტირილს, დაჩაგრულ ბიჭს ნუ თამაშობ, თუ გინდა, ქვეყანამ არ გაიგოს, შენი კარავი „ხრუშჩოვკად“ რომ გადაიქცაო.

ტარიელმა კი სიცილით ჰკითხა, ვინ გითხრაო.

რასაკვირველია, ამჯერადაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცოლ-ქმარმა იხუმრა. მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ სიმართლის მარცვალია. გარდა ამისა იაზე და ტარიელზე გამოქვეყნებულ ყველა მასალას მოჰყვება კომენტარები, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ჯვარიც აყრილი აქვთ.

სიმართლე კი ალბათ მოგვიანებით გაირკვევა. ქართული ბომონდის ყველაზე მხიარული წყვილი სერიალის გადაღებას აპირებენ და როგორც ამბობენ, ამ სერიალით ყველაფერს ფარდა აეხდება.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ტეტია-ს
იამ მოიშორა ეგ ტეტიაო ვინც წერთ,ტეტია თუ არის ტარიელი, ღირსეული მამაკაცი რანაირადაა ცხოვრებაში.რომელია სიმართლე ტეტიობა თუ ღირსეულობა.?????იასგან ხომ ეშმაკიც ვერ გაიგებს მართალს.
15:13 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეტია
ტარიელი კი არ დაშორდა, იამ მოიშორა ეგ ტეტია. ფარულავამ ცარიელ ტარიელს მილიონერი მირჩევნიაო და საიდუმლოდ აიყარა ჯვარი.
13:24 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
ხალხნო კაცი გარკვევით ამბობს დავშორდიო.ეს ქალი კიდევ არ შორდება."მიუხედავად იმისა რომ მე და ია უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთს დავშორდით, პირადულთან დაკავშირებით ჟურნალისტების დაინტერესება მაინც არ წყდება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ! ამჯერად ყველას ერთად. მე და ია საუკეთესო მეგობრები ვართ, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მისი ღირსება როგორც ჩემი საუკეთესო მეგობრის არავის შევალახვინო. ჩვენ თუ არაფერი გვითქვამს ჩვენს დაშორება/არდაშორებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმიტომ რომ ვერიდებოდით სკანდალს. წერტილი."
06:12 / 08-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ბალერინა
გამოაშკარავდა ფარულავას პაკაზუხობა და ვითომ ბედნიერი ქორწინების შოუ.მაგრამ არაა გამორიცხული თქვას ვანოს შოუში ტარიელის ნაცვლად ჰაკერი ლაპარაკობდა და ეთერით ჩართვაშიც მე არ ვყოფილვარ ჩემს მაგივრად ჰაკერი ჩაერთოო.კაცი გაცილებულია კარგა ხანია და ეს კიდევ მარიაჟობს ერთად ვართო. კატლეტებიო მა რაო. ეს "მა...რა" მართლა ტეტიურად თქვი ია.ასე რომ ფრანკფურტელი "ტეტია" ალაპარაკდა სიყალბეზე.წარმატებები ტარიელ.
10:14 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS