24 ივლისი, 2015
''გურანდა მიზეზს ეძებდა სერიალიდან გასაქცევად...''
სოციალურ ქსელში ამ თემის გარშემო მსჯელობა არ წყდება
გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა გურანდა გაბუნიამ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' წამოსვლის დეტალებზე ისაუბრა. სოციალურ ქსელში ამ თემის გარშემო მსჯელობა არ წყდება.

თინა მახარაძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი გმირი იგინება. ეს ეპიზოდი, მისი თქმით, გურანდას ფასად დაუჯდა.

ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. მათ შორისაა ჟურნალისტ ნათია კობერიძის კომენტარი, რომელმაც ''იმედის'' ეთერში გურანდა გაბუნიასთან რამდენიმე თვის წინანდელი შეხვედრის მომენტი გაიხსენა.

Rating

''გურანდა მიზეზს ეძებდა სერიალიდან გასაქცევად. მე რომ შემხვდა ''იმედზე'' რეკლამისას დაიწუწუნა,
ჩემი სერიალი არ არისო. ის მოსწონდა, მაესტროზე რომ გადიოდა, გოგოლა კალანდაძე თამაშობდა, დამავიწყდა სახელი...'' - წერს ნათია.


რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
სალომე დადიანი
ბეჭდვა