24 ივლისი, 2015
რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''. 

ქალბატონ გურანდას აღიარებამ ''სხვა რაკურსში''  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

ჩვენ
დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?
- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი.

- ანუ არ უთხოვია სერიალის მესვეურებისთვის ასეთი შვილიშვილის ყოლა არ უნდოდა?
- მსახიობის მხრიდან ასეთი თხოვნა ცოტათი სიგიჟეა (იცინის).

დავუკავშირდით ანკას როლის შემსრულებელ თინა მახარაძეს:

- თინა, უყურეთ ''სხვა რაკურსს''?
- არა, ღმერთო ჩემო.

- გურანდა გაბუნიამ თქვა, რომ არ უნდოდა ისეთი შვილიშვილი ჰყოლოდა, როგორიც ანკაა.
- (იცინის) ქალბატონ გურანდას არ მოსწონდა, რომ ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... ამის შესახებ უთხრა თუ არა სერიალის შემქმნელებს არ ვიცი. ქალბაონ გურანდას გადასაღებ მოედანზე თვეში ერთხელ ვხვდებოდი. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.

სალომე დადიანი

იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
2525
რა,თვითონ ქალბატონი გურანდა ნაკლებ უწმაწურ სიტყვებს იყენებდა სერიალში?კინო კინოა და ვისაც არ სიამოვნებს ნუ უყურებს.
12:14 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
soflis bolo
ვიგაცას რომ გონია კაი სერიალია და სვეტსკი ამ დროს ყველაზე მდაბიო და ბანძი სანახაობა
23:28 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კახის
ხოდა რატომ უნდა უყურებდნენ მაგ საძაგლობას ბავშვები, მე არ მაქვს არცერთი სერია ნანახი მარა ვხვდები რაც იქნება :)
17:58 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰამურაბი
ქვეყანაში, სადაც საზოგადოების გემოვნებას მშვილდაძეები აყალიბებენ და საზოგადოებრივ აზრს შალვა რამიშვილები, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ყველაფერი ლოგიკურია.
17:47 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მიშა შვილდაძისგან სხვას რას შეიძლება ელოდოს ქართველი ხალხი, შეხედავ და კაცის გარდა ყველაფერს შეიძლება შეადარო, არასოდეს არავინ გამილანძღავს, მაგრამ ეს კაცი იმსახურებს ყველაფერს, შე დალოცვილო ბავშვები რომ შეიყვანე ამ სერიალში და დაინტერესე მისი თაობა, იმის შემდეგ როგორ შეგიძლია ასმენინო იგივე იმ ბავშვებს, ისეთი სიტყვები, როგორსაც შენ ხმარობ და ალბათ ამითაც იკმაყოფილებ სექსუალურ ჟინს. ეს ერთჯერადი სერიალებია და ამას ხომ ისტორია არ ექნება, როგორც გურანდას სპექტაკლებს. ვინც შენ გაფინანსებს ისეთივე ავადმყოფი იქნება, როგორც დანარჩენნი.
15:37 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS