04 მაისი, 2015
თაკო ჩორგოლაშვილისა და ნატუკა გულისაშვილის დაპირისპირება ნატუკას ლანძღვით დამთავრდა – დადგმული სკანდალი ''იმედის'' ეთერში
მოგვიანებით ნატუკამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსიც დაწერა პარასკევს ''იმედის დილაში'' კულინარიული რუბრიკის წამყვან ნატუკა გულისაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ნატუკამ თაკოს ბანანის დაჭრის მეთოდი დაუწუნა. ამბობდა, რომ მისი გაკეთებული არაფრად არ ვარგოდა.

მიმართვის ფორმა აგრესიული და დამცინავი იყო. თაკოს მისი ნათქვამის გამო განაწყენდა და ეთერი დატოვა. მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება ნატუკას მიმართ სალანძღავი კომენტარები. წერდნენ, რომ ზოგადად ნატუკა ასე ექცევა თაკოს. ხშირად უთქვამს, რომ ლამაზმა გოგონებმა არაფრის გაკეთება არ იციან და თაკოსაც
არაფერი არ გამოსდის. რამდენიმე კითხვით მსახიობ ნატუკა გულისაშვილს მივმართეთ.

- ნატუკა, რატომ ეჩხუბე თაკოს პირდაპირ ეთერში?
- დადგმული სცენა იყო, რეალურად არ გვიჩხუბია. შემდეგ პარასკევს თემა აგრესია უნდა იყოს. საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ამბავმა.
- კომენტარებში წერენ, რომ თაკოს სულ ასე ეჩხუბები. ასეთი იმიჯი, რატომ მოირგე?
- ასეთი რამე პირველად გავიგე. მე არანაირი იმიჯი არ მომირგია და მით უმეტეს ასეთი. ჯობია, თაკოს ჰკითხო ვეჩხუბები თუ - არა და რა ურთიერთობა გვაქვს. ცოტა სასაცილოა უკვე ხალხის რეაქცია. თაკომ ატეხილი აჟიოტაჟის მერე მითხრა, რომ როცა ''ცეკვვავენ ვარსკვლავებში'' ფინალში გავედი, მაშინ ჩემზე წერდნენ საშინელ რაღაცებს და ახლა შენ გახდი ცუდი და მე კი ცოდო გოგოო.

მოგვიანებით ნატუკამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსიც დაწერა.

''ყველა ჩემი მეგობრის, ჟურნალისტის და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანის გასაგონად ვამბობ... პარასკევს ''იმედის დილაში'' მომხდარი კონფლიქტი წინასწარ დადგმული იყო.
რატომ? უყურეთ ''იმედის დილას'' პარასკევს და გაიგებთ…''

''არ დამთავრდა ჩემთან რეკვები და პირადში თუ ''იმედის'' საიტზე ჩემი ლანძღვა. ალბათ მართლა კარგად ვითამაშეთ''.
ორშაბათის ''იმედის დილაში'' კი თაკომ ნატუკას უთხრა, რომ მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად კარგად ითამაშე, რომ უახლოესი მეგობრებიც კი ვერ მიხვდნენ რომ ვითამაშეთ და გასამხნევებლად მირეკავდნენო.

''ქმართან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, არც ვიცი, სადაა''

სალომე დადიანი

ბეჭდვა