13 ივლისი, 2014
''ქმართან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, არც ვიცი, სადაა''
თუ ვინმეს აინტერესებს, გეტყვით, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება ''იმედის დილის'' წამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი რამდენიმე თვის წინ მეუღლეს, რეზი დიდიას დაშორდა. რეზი კალათბურთელია და ქუთაისში თამაშობს. თაკო მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ სიყვარულის თემა საერთოდ არ აინტერესებს. უნდა, ბევრი რამ ისწავლოს და პროფესიულად გაიზარდოს.

''მამა ხან ჩემი შეყვარებული ჰგონიათ, ხან - ქმარი''

- ფოტოზე დედასა და მამასთან ერთად ვარ. ახალგაზრდა მშობლები მყავს, რაც ძალიან მეამაყება. სადმე მამაჩემთან ერთად რომ მივდივარ, გვეუბნებიან, რა
ლამაზი წყვილი ხართო. მამა ხან ჩემი შეყვარებული ჰგონიათ, ხან - ქმარი. მერე რომ ვამბობ, მამა არის-მეთქი, სახე ეცვლებათ.

Rating

- როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?
- ძალიან პატარები იყვნენ, რომ დაოჯახდნენ. სკოლაში ერთად სწავლობდნენ და თექვსმეტი წლის რომ გახდნენ, ოჯახი მაშინ შექმნეს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა მშობლები მყავს. ისეთი განცდა მაქვს, რომ მეგობრები ვართ.

Rating

- ბავშვობაში დედასთან ერთად ფოტო სად გაქვს გადაღებული?
- ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მუშთაიდის ბაღშია.

Rating

- პუტკუნა ბავშვი ყოფილხარ.
- ბავშვობაში იმდენად მსუქანი ვიყავი, რომ ტანსაცმელი არ მეტეოდა. დედაჩემის მეგობრები წუხდნენ, რა ეშველება, რომ გაიზრდება, რას ჩაიცვამს, ბიჭებს არ მოეწონებათ, რა გაათხოვებსო. ოთხ წლამდე ძალიან მსუქანი ვიყავი. დედაჩემიც არაა გამხდარი და ყოველთვის ცდილობდა, თადარიგი დაეჭირა და მას არ დავმსგავსებოდი. ძალიან მოსწონს გამხდარი ადამიანები. დედამ მოახერხა და ჯანსაღ კვებას მიმაჩვია. რვა საათის მერე აღარ ვჭამდი. მეგონა, რომ ადამიანები რვა საათის მერე აღარ ჭამდნენ. დედამ მიაღწია იმას, რომ თვრამეტ წლამდე ამ რეჟიმით ვიკვებებოდი და დღეს მაქვს აღნაგობა, რომელზეც ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ფოტოზე ოთხი წლის ვარ. ამ დროიდან დაიწყო ჩემი ვარჯიში და სწორი კვება.

''21 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. პატარა გოგო არ ვყოფილვარ''

- დედმამიშვილი გყავს?
- ერთი ძმა მყავს, ავთო. ჩემზე პატარაა. გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ფოტოზე ძმასთან ერთად ვარ.
- სკოლაში დამჯერი ბავშვი იყავი?
- ძალიან დამჯერი ვიყავი. იშვიათად ვიმსახურებდი საყვედურებს. ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ბავშვი გახლდით. ცელქი კლასი გვქონდა, მაგრამ ოჯახში მეუბნებოდნენ, რომ წარჩინებული მოსწავლე უნდა ვყოფილიყავი და ასეც იყო.
- როგორც ვიცი, ქართულ ცეკვას ეუფლებოდი.
- ხუთიდან თვრამეტ წლამდე დავდიოდი ცეკვებზე. ძალიან მინდოდა, რომ ცეკვა გამეგრძელებინა, მაგრამ მერე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და არჩევანი უნდა გამეკეთებინა. სწავლა ავირჩიე. დღეს ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

Rating

- გული არ გწყდება, მოცეკვავე რომ არ ხარ?
- გული მწყდება, წლები გავიდა, რაც აღარ ვცეკვავ და როდესაც რომელიმე ანსამბლის კონცერტს ვესწრები, თვალებზე ცრემლი მადგება. პროექტმა ''ცეკვავენ ვარსკვლავები''ცეკვის სურვილი რაღაც პერიოდის განმავლობაში დამიკმაყოფილა. ფოტო პროექტში მონაწილეობის დროსაა გადაღებული და ძალიან მომწონს.
- ახლა კიდევ ვარჯიშობ, რომ ფორმაში იყო?
- წლების განმავლობაში ტრენაჟორებზე დავდიოდი, მაგრამ პროექტის მერე ვარჯიშისთვის დრო აღარ მრჩება. ვაპირებ, ზაფხული კარგად გამოვიყენო დასვენებისთვის და მერე აქტიურად დავიწყო ვარჯიში.

Rating

- ''იმედის დილა''მიგყავს. საკუთარი გადაცემის გაკეთებას ხომ არ ფიქრობ? თუნდაც პოლიტიკურის?
- 24 წლის ვარ. თავიდან ტელევიზიაში იმიტომ დავიწყე მუშაობა, რომ რაღაც მესწავლა. იყო პერიოდი, როდესაც სტაჟიორად დავბრუნდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს გავიღვიძებდი და ''იმედის დილის''გადაცემის წამყვანი გავხდებოდი. დღეს კიდევ ახალ ეტაპს ვიწყებ. მინდა, სექტემბრიდან მედიამენეჯმენტის სპეციალობას დავეუფლები. არ ვიცი, რა იქნება ათი წლის მერე. ჩემ თავზე ბევრი მაქვს სამუშაო და ბევრი რამ მაქვს სასწავლი. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რასაც მივაღწიე. არ დაგიმალავ, ძალიან მომწონს ''იმედის დილაში''მუშაობა. პოლიტიკურ გადაცემას ალბათ არ წავიყვან, ჩემი სფერო მაინც კულტურაა.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''მანქანა გადმოგცეს.
- მანქანა თილისმასავით არ დავიტოვე. ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებ ყიდვას.
- კარგი მძღოლი ხარ? იმიტომ ხომ არ გაყიდე მანქანა, რომ მართვის გეშინია?
- ყველა აღნიშნავს, რომ მშვიდი და გაწონასწორებული მძღოლი ვარ. ამ ეტაპზე მანქანა არ მყავს და თბილისის ქაოსური მოძრაობისგან ვისვენებ. მანქანის ნოსტალგია ჯერჯერობით არ გამჩენია.

Rating

- ამბობენ, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა''დაანგრია ჯერ გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას, შემდეგ კი - გიორგი ყიფშიძისა და მისი მეუღლის ურთიერთობები... შენც დაშორდი ქმარს...
- ასეთი კომენტარები მეც წამიკითხავს და მეცინება. მგონია, რომ ადამიანები თავისით ანგრევენ ურთიერთობებს. პროექტები არაფერ შუაშია. ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა პროექტს არ დაუნგრევია.
- ფოტო მეუღლესთან ერთად გაქვს გადაღებული. დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდით?
- ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დამთავრდა.
- ახლა ისევ ქუთაისშია?
- არ ვიცი, სადაა.
- მეგობრებად არ დაშორებულხართ?
- არა. მასზე არაფერი ვიცი.
- დაშორების მიზეზი რა იყო?
- დაშორების მიზეზებზე ლაპარაკი არ მინდა. შეიძლება თქვა, რომ დაშორდი, მაგრამ დეტალების გამოტანა არ მიმაჩნია სწორად. და ცოტა მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამას აკეთებენ.
- რამდენი წლის გათხოვდი? იქნებ, დაშორების მიზეზი ის იყო, რომ პატარები იყავით?
- 21 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. პატარა გოგო არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი ხდება.
- როგორ ფიქრობ, ხარ მზად იმისთვის, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყო?
- დღეს ჩემს ინტერესებში არ შედის სიყვარული. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, სწავლა მაქვს დაგეგმილი. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ალბათ მოვა სიყვარულიც. თუ ვინმეს აინტერესებს, გეტყვით, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ჯეჯე
ვაა შანსი მოგეცა ჩორგოლ მარა აგარ მევასები წლები თავისას შვება ადრე! ადრეა ))))))))) მარა საყვარელი ხარ))))) ცოტა! (ყოფილი ჯიგარი)
19:07 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ანუკი ტაკო მეც ზალიან მომწონს მაგრამ მისი ქმარი ალბატ არ გკავს ნანახი ტორე მან სჰეიზლება ტაკოზე უკეტესიც ნახოს
13:38 / 03-09-2014
გამოხმაურება / 0 /
364
არც ღირს ამ ადამიანზე არც ამდენი კომენტარი და არც ამდენი რეაგირება ისედაც კველა კველას ვიცნობთ და ვიცით ვინცააა
16:43 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
364
ნუ დაგვღალეტ ამდენი ძიშოვკებით
14:21 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
amiko vardoshvili
კარიერისტკა
17:15 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS