01 დეკემბერი, 2014
მაკა ზამბახიძეს მეუღლე ''ფეისბუქით'' მიმართავს - ''მე შენ აღარ მიყვარხარ ისე, როგორც ადრე მიყვარდი...''
ვახოს სტატუსს მეგობრები იუმორით შეხვდნენ მომღერალ მაკა ზამბახიძეს მეუღლე ვახო ჭუმბურიძე უკვე მეორედ უხსნის სიყვარულს სოციალური ქსელის მეშვეობით.

რამდენიმე თვის წინ მან ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ მეუღლე ძალიან უყვარდა და რომ სახლი დალაგებული, ჭურჭელი დარეცხილი და ნაგავი გადაყრილი იყო.

მაშინ კომენტარებში დებატები გაიმართა. ერთი მხარე წერდა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ ქმარმა სახლი დაალაგოს და ჭორჭელი დარეცხოს. ზოგმა ვახოსნაირი ქმარი ინატრა, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ იყო კაცის საქმე.

რამდენიმე დღის წინ
ვახომ მეუღეს დაახლოებით იგივე შინაარსის სტატუსი მიუძღვნა მეუღლეს.

''მე შენ აღარ მიყვარხარ ისე, როგორც ადრე მიყვარდი. მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე პირველად შემიყვარდი. შენ ხარ ჩემი და ხარ ყველაზე ლამაზი. შენ ხარ ერთგული, სამართლიანი, ნიჭიერი და კაი ტიპი. მაგრად მევასები.

პ.ს. სახლი დალაგებულია, ჭურჭელი დარეცხილია, სარეცხი გაფენილია (ზევიდან ''კლიონკით'') ვიძინებ, გკოცნი.''

ამჯერადაც ვახოს სტატუსს მეგობრები იუმორით შეხვდნენ. თავად მაკას სტატუსი მოწონებული არ აქვს, თუმცა ერთი ერთი მათი საერთო მეგობარი წერდა, რომ მაკასთან ერთად კითხულობდა სტატუსს და ბევრს იცინოდნენ.

იხილეთ ასევე



სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
3
მიყვარხართ ძალიან, ბედნიერებას გისურვებთ
17:22 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა-ს
საცოდავი ხარ,რადგან პრიმიტულად აზროვნებ.
14:24 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა გინდათ ბოროტო არსებებო უყვარს ბიჭს და ამბობს გაახაროს მისი გულის სწორი რომ შეიძლება? თვენნაირები რომ არიან ამ ქვეყანაზე იმიტომ არის ამდენი ძალადობა, ამდენი უბედურება დაალაგოს სახლი რა არის მანდ დასამალი რა საცოდავი არსებები ხართ
13:39 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
''ქეტინო''_ს
დებილი ხარ ლელას კომენტარის ვერ გაგებისთვის. ბიჭი გაბანძდა იმიტომ, რომ აქ ყვება იმას, რასაც სხვა კაცები დახურულ კარს მიღმა აკეთებენ, მაგრამ არ ფენენ ქუჩაში სარეცხივით. დებილლლლლ
23:30 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
keTilis msurveli
ბიჭო,არ გაგიგია სიკვარულსა მალვა უნდა.....გიკვარგეს მერე რა რათ უნდა ამდენი>>>რაგაცა სეინახეტ ტქვენტვის>
23:12 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS