23 აპრილი, 2014
როგორ აუხსნა მაკა ზამბახიძეს მეუღლემ სიყვარული - ''დავრეცხავ ჭურჭელს და მივალაგებ სახლს''...
შენ შეავსე ჩემი ცხოვრების ცარიელი სული და გაყინული გული გამითბე მაკა ზამბახიძე და ვახო ჭუმბურიძე უკვე ხუთი წელია ერთად არიან. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ დაშორდნენ. თუმცა ეს ჭორი არც ერთხელ არ დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ ვახომ მაკას ''ფეისბუქით'' სიყვარული აუხსნა.

''ხუთი წელი გავიდა, რაც მე და შენ დავქორწინდით და უფლის წინაშე ფიცი და ჯვარი დავიწერეთ იერუსალიმში. როგორ მალე გაირბინა წლებმა. რამდენი პრობლემა შეგვხვდა ცხოვრებაში და რამდენი სიხარული.

მე
შენ მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდენია. უშენოდ ჩემი ცხოვრება ცარიელი ფორმატის ფურცელია. შენ მე დამანახე და მასწავლე თუ რა არის ერთგული სიყვარული და გვერდში დგომა.

შენ შეავსე ჩემი ცხოვრების ცარიელი სული და გაყინული გული გამითბე. მიყვარხარ უზომოდ, ჩემი ცხოვრება ხარ და ჩემი ყველაფერი.

პ.ს. წავედი ეხლა. დავრეცხავ ჭურჭელს და მივალაგებ სახლს და სადილს მოგიმზადებ. გაკოცე ბევრი''...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ევა
თითქმის ყოველკვირა ვიგებთ ქმარმა ცოლი მოკლა ან ძალადობს და ამ ფონზე ვახოს საქციელი ძალიან მესიამოვნა. ე.ი. არიან მამაკაცები, რომლებსაც უყვართ და აღმერთებენ ქალებს. გაიხარე ვახო და ბედნიერები იყავით მთელი ცხოვრება. ხიხი კი მართლა ხიხია. არ მოეწონა ვახოსნაირი მამაკაცი. ალბათ მოძალადეები მოსწონს
16:48 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიე
ძალიან მომეწონა.ესეტი ადამიანი დასაფასებელია მხოლოდ იმიტომ რომ ამდენი ხალხის წინაშე უხსნის სიყვარულს.ამ სიტყვებში ბევრი პატივისცემა და სითბო იგრძნობა,სიყალბე არა...
21:29 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კი მარა გვერდზე თუ უზის იქვე უთხრას, აუცილებელია ნაბეჭდი ასოებით წააკითხოს თან ქვეყანას ამცნოს? ასეთი ახსნილი სიყვარული მხოლოდ დასაწყის ეტაპზეა საინტერესო, მერე უკვე სხვების დასანახად და მოსაწონად წინასწარ ათასჯერ მოზომილ ფრაზებს ჰგავს
09:44 / 26-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ხიხი
ცარიელი ფორმატი ფურცელი.. :))))) რა საოცრებებს წერს ეს ხალხი :)))) ვახო, რა ფრუქტიც იყვია, ის ფრუქტი დარჩი :)
12:44 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
მომეწონა....გულწრფელად მომეწონა ასეთი გულწრფელი ახსნა და იუმორით სავსე პ.ს :)) ღმერთმა ბედნიერად შეაბეროს ეს წყვილი და გაამრავლოს :)
23:58 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS