28 ნოემბერი, 2014
როგორ უნდა ვიცხოვროთ შობის მარხვაში - მამა ანთიმოზის რჩევები
მარხვა ბრძოლაა საკუთარ თავთან
შობის მარხვა დაიწყო.  როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ მარხვაც შეინახონ, ჯანმრთელობასაც არ ავნონ და ცდუნებებსაც გაუმკლავდნენ, ამ თემაზე მამა ანთიმოზი გვესაუბრება.

- მამა ანთიმოზ, რა რჩევას მისცემდით მორწმუნეებს?
- პირველ რიგში, თუ მოძღვარი ჰყავთ, მარხვ მისი ნებართვით უნდა დაიწყოთ. ვისაც არ ჰყავს, ჯობს. მოძღვარს მიმართოს.
- მარხვის დროს იმ საკვების რიცხვი, რისი მიღებაც არ შეიძლება, დიდია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჯანმრთელობაზე არ აისახოს მარხვის შენახვა?
- მოდით ასე ვთქვათ, რასაც მიწა იძლევა, ყველაფერი
მისაღებია. რასაც ცოცხალი არსება იძლევა, არ არის მისაღები, თაფლის გარდა. და კიდევ, 25 დეკემბრამდე, უწმინდესის კურთხევით თევზი შეიძლება ოთხშაბათისა, პარასკევის გარდა მიირთვათ. ჯანმრთელობა. მას, ვისაც ჯანმრთელობა დაზიანებული აქვს, მოძღვარი აძლევს უფლებას მარხვის გარეშე ეზიაროს.
- ბევრს უჭირს მარხვაში ცდუნებასთან გამკლავება, ამ შემთხვევაში მათ რას ურჩევდით?
- გააჩნია რა ცდუნება.
- მაგალითად იმ საკვების ჭამის, რომელიც უყვარს ადამიანს, ბევრს უჭირს ვნებასთან გამკლავება. საკუთარი თავიდან გამომდინარე რა რჩევას მოგვცემდით?
- მარხვა ბრძოლაა საკუთარ თავთან, ანუ სულის გაძლიერება სხეულზე. ეს საკმაოდ რთული პროცესია. უხეშ შედარებას მოვიყვან. უმეტეს შემთხვევაში ხორციელი ზის საჭესთან. სინამდვილეში სული ანუ სულიერი უნდა იჯდეს საჭესთან და ის უნდა მართავდეს. ნებისყოფის გაძლიერებაც დიდ როლს თამაშობს. ქრისტიანობის არსობა სულისა და ხორცის ბრძოლაა.


მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS