22 ნოემბერი, 2014
ნუცა ბუზალაძემ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა

ნუცას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა

კახა მამულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის სავადმყოფოში ყოფნის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით:

„ეჰ, ესეთებიც ხდება სამწუხაროდ... მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება, ჩემო გოგო“.

უამრავი მეგობარი დაინტერესდა, რა მოხდა. კახას კომენტარმა „ცეკვავენ ვარსკვლავების გულშემატკივრები დაამწუხრა. „კოჭი დავიზიანეთ რეპეტიციაზე და სამწუხაროდ პროექტს ვტოვებთ. ნუცას წინააღმდეგობის მუხედავად... ჯანმრთეობა უპირველეს ყოვლისა“, წერს კახა.

დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნუცა ბუზალაძემ ფეხი იტკინა რეპეტიციების დროს, მაგრამ თავად ნუცას დიდი იმედი ჰქონდა, რომ
ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და რეპეტიციებს სამ დღეში დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და პროექტს კიდევ ერთი ნიჭიერი მონაწილე გამოაკლდა.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

ნუცა ბუზალაძე გულწასულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბეჭდვა