22 ნოემბერი, 2014
ნუცა ბუზალაძე გულწასულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს
ნუცა პროექტის მეხუთე სეზონში უკვე მეორე მონაწილეა, რომელიც დაშავდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რეპეტიციაზე ნუცა ბუზალაძე დაშავდა, ილეთის მზადებისას ფეხი გადაუბრუნდა და გონება დაკარგა. ნუცას საავადმყოფოშ გადაყვანის შემდეგ ფეხზე თაბაშირი დაადეს. ამჟამად თავს კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ მომდევნო ტურში მონაწილეობას ხელს ჯანმრთელობა არ შეუშლის.

ნუცა პროექტის მეხუთე სეზონში უკვე მეორე მონაწილეა, რომელიც დაშავდა. მანამდე მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე გამოეთიშა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ტვინის შერყევის გამო.

იმედია, ნუცა რეზიკოს ბედს არ გაიზიარებს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS