30 ოქტომბერი, 2014
ანრი და ამალია შერიგდნენ - მომღერალი კონკურსანტს დასამშვიდებლად "რუსთავი 2''-ზე ესტუმრა
"ამალია, მე შენ მიყვარხარ'' - წერს ანრი ჯოხაძე და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც "ნიჭიერის'' მონაწილესთან არის გადაღებული. თუმცა ჯერ კიდევ დილას ყველაფერი სხვანაირად იყო.

მას შემდეგ რაც ანრიმ ამალიას ნამღერში ეჭვი შეიტანა, რომ შესაძლოა ფონოგრამა ყოფილიყო, დილიდან დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ანრის დაეთანხმა დეპუტატი გოგა ხაჩიძეს, რის შემდეგაც "ბრავოს'' მენტორობიდან გაათავისუფლეს.

"ეს ვიდეო არც ჩემი დადებული იყო და არც ჩემი მოფიქრებული. უბრალოდ მეც ისე გავიზიარე როგორც სხვა უამრავმა. ვნანობ მხოლოდ იმას, რომ ამალიას ჩემგან
შეიძლებოდა გული სტკენოდა ამიტომაც ვნახე პირადად. რაც შეეხება ეჭვის დაფიქსირებას ეს კრიტიკა არ არის'' - წერს ანრი.

ნიკა გვარამიას სკანდალური გამოხმაურება ამალია ჯიბლაძის ნამღერზე
''ნიჭიერის'' მთავარი პროდიუსერის პირველი განმარტება ამალიას ნამღერზე – ''ყვავილებს არ ყიდის და თქვენ დაუდგითო''


სალომე დადიანი

ბეჭდვა