30 ოქტომბერი, 2014
''ნიჭიერის'' მთავარი პროდიუსერის პირველი განმარტება ამალიას ნამღერზე – ''ყვავილებს არ ყიდის და თქვენ დაუდგითო''
''ნიჭიერის'' ახალი სეზონის პირველივე გადაცემამ სრული ფურორი მოახდინა და მთელი საქართველო აალაპარაკა. მაყურებელი განსაკუთრებულად ამალია ჯიბლაძის ნამღერმა და შემდეგ მისმა ცხოვრებისეულმა დრამამ ააღელვა. მომღერალმა ქალბატონმა თავისი სიმღერით უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, თუმცა მასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ჭორებიც მოჰყვა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავისი ''ფეისბუქის'' გვერდზე დაწერა, რომ ამალიას გამოსვლის დაკვირვებით ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ ამოსუნთქვა და ტირილი არ ემთხვეოდა ვიზუალს და განაცხადა, რომ ''ნიჭიერის'' კონკურსანტი ფონოგრამით მღეროდა. ''ფეისბუქის'' მომხმარებლის ეს სტატუსი გააზიარა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ და დაწერა:
''მგონი, ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია. მაკარ, მოგვატყუეს, მაკარ!..''
გადავწყვიტეთ, პროექტის მთავარ პროდიუსერ, გიორგი ხაბურზანიას დავკავშირებოდით.

- გიორგი, რას იტყვით ''ნიჭიერის'' ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მონაწილეზე, ამალია ჯიბლაძეზე გავრცელებული ჭორის შესახებ?
- რომელ ჭორზე მეკითხებით? ჯერ გავრცელდა ჭორი, რომ მოგონილი ისტორიაა, ამალია ყვავილებს არ ყიდის და თქვენ დაუდგითო (იღიმის). როგორც კი ამალიას შესახებ აჟიოტაჟი ატყდა, პირველივე ჭორი ასეთი იყო.
- მე სხვა ჭორზე გკითხავთ. ამბობენ, რომ მან ჟიურის წინაშე სიმღერა ფონოგრამით შეასრულა.
- არა, ფონოგრამა არ ყოფილა, ფილარმონიაში ამალია 2500-კაციანი აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე გამოვიდა და ცოცხლად იმღერა. ''შუა დღეშიც'' გამოვა და შემდეგ ნახევარფინალშიც დაამტკიცებს, რომ ძალიან მაგრად მღერის. ''რუსთავი 2''-ის პროექტებში ყველა ყოველთვის ცოცხლად ასრულებს სიმღერებს.
- თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება?
- ეს იმას ჰკითხეთ, ვისაც ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა (იღიმის).

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
mani
Manamdec mgeroda musikaluri ganatlebac miugia rusetshi.. Chven amalias
03:39 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩვეულებრივი ქართული კომუნისტური და გადაგვარებული მენტალიტეტის გამომზეურებაა. საცა ცოცხების სპექტაკლი დაიჯერეს" არიქა ქურდებს ცემენო" ხელი აწიესო ერთ ფილმში როა.არ გამიკვირდება ამ გოგოს რომ ნაციონალების აგენტი დაუძახონ და ნახევარი საქართველო ალბად დაიჯერებს!
16:36 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ინესა
ყოჩაღ, ანრი, მაგარი კაცი ხარ! მე შენი ნიჭის დიდი მოტრფიალე ვარ და მიხარია, რომ კაცობაშიც არ შეგეშალა!
12:02 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
კარგია რომ ანრის კაცობა ეყო და ამალიას ბოდიში მოუხადა.
21:00 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ.მ.
ანრიმ შეძლო ლამაზი ფორმით მოეხადა ბოდიში ქალის წინაშე. რაც შეეხება ხაჩიძეს, საინტერესოა, ის რას იტყვის. ისე, მესმის მათიც, ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ამხელა ნიჭი ამ ასაკამდე თვლემდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამალია მართლა "უხურავს" ჩვენს ვარსკვლავებს (ყველას არ ვგულისხმობა).
19:21 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS