30 ოქტომბერი, 2014
ნინი ამალია ჯიბლაძის სკანდალს ეხმაურება: ''მერე არის გასწორებული ან გადადებული...''
ფონოგრამაზე არ უმღერია სოციალურ ქსელში ატეხილ ხმაურს იმღერა თუ არა ამალია ჯიბლაძემ ფონოგრამაზე მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეხმაურება.

''როდესაც ხედავ რომ უდაოდ ნიჭიერია ადამიანი და შეიძლება, დიდი დარბაზის წინაშე გამოუცდელობის გამო დაფრთხეს და ვერ გამოავლინოს ბოლომდე მისი ნიჭიერება (მითუმეტეს როგორი ემოციურიც ქალბატონი ამალია ბრძანდება), სრულიად მართებულად მიმაჩნია ტელევიზიის პოზიცია ხელი შეუწყოს და არ დაიკარგოს უდაო ტალანტი!''

''ფონოგრამაზე არ უმღერია. იქ ვერანაირად ვერ იმღერებდა, არ შეიძლება და იმიტომ. უბრალოდ მგონია, რომ შეიძლება მერე
არის გადადებული ხმა, კარგად არ შემოდიოდა ხმა და მაგიტომ ან რამე ხარვეზი ჰქონდა. თორემ ეს ქალი უნიჭო რომ იყოს, ვერ ჩაწერდა ასე კარგად''.

''ის რომ პლუსი იყო აბსურდია.... სუნთქვებს ეგრე სინქრონში ვერ დაამთხვევდა'' - წერს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი.

''ხოდა მაგას ვამბობ, რომ მერე არის გასწორებული ან გადადებული ეგ უფრო მგონია'', პასუხობს ნინი.

''ნიჭიერის'' მთავარი პროდიუსერის პირველი განმარტება ამალიას ნამღერზე – ''ყვავილებს არ ყიდის და თქვენ დაუდგითო''

ნიკა გვარამიას სკანდალური გამოხმაურება ამალია ჯიბლაძის ნამღერზე

სალომე დადიანი

ბეჭდვა