23 მაისი, 2017
ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი „tv პირველის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ - „დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“
„3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას მალე შევუერთდები „TVპირველის“ არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს.

წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა  ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“  მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის“, წერს ნინო შუბლაძე ფეისბუქზე, მას შემდეგ
რაც ცნობილი გახდა, რომ მალე ის კვლავ ჟურნალისტიკას უბრუნდება.

ასევე იხილეთ:

ნინო შუბლაძე ჟურნალისტიკას უბრუნდება - „მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის“

ბეჭდვა