23 მაისი, 2017
ნინო შუბლაძე ჟურნალისტიკას უბრუნდება - „მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის“
ინგა გრიგოლია ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ნინო შუბლაძე მალე „ტვ პირველში“ იწყებს მუშაობას.

„რა გამაჩერებდა ,რომ არ დამეწერა ამ ამბის გახმაურებას დავასწრებ ყველას. იმიტომ რომ ძალიან მიხარია.. ძალიან არა.. უძალიანესად..

ხოდა, დავასწრებ ყველას და მე შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს. მალე , „ტვ პირველის“ გუნდს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელთან ერთად მუშაობაც ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი და რომელსაც ვცემ საოცარ პატივს, რომლის აზრი და შეფასება ყოველთვის განსაკუთრებულად (მგონი,  ყველაზე მეტად)
მაინტერესებდა და მაინტერესებს, იმიტომ რომ არის სუპერ პროფესიონალი და უმაგრესი.

რომლის მოსვლითაც ჩვენს ახალგაზრდა ტელევიზიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ქალბატონებო და ბატონებო. მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდის ლიდერი მილოცვებს ვიღებ თამამად“, წერს ინგა. 

შეგახსენებთ, ნინო შუბლაძემ რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“ დატოვა და ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაიწყო მუშაობა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS