28 იანვარი, 2017
გიგი გაჩეჩილაძე და ანანო ჯოხაძე მშობლები გახდნენ - „ბავშვს მაქსიმე დაარქვეს“
გიგი გაჩეჩილაძესა და ანანო ჯოხაძეს პირველი შვილი შეეძინათ. 

გიგილო, მამა გახდა, წერს ფეისბუქზე გიგის მეგობარი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გაგლოევი.

გიგი გასული წლის 14 ივლისს, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იურისტ ანანო ჯოხაძეზე დაქორწინდა. 

გიგის და ანანოს ულამაზეს ქორწილზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ. (იხილეთ ვიდეო).

ჩვენ გიგის მეგობარ გიორგი გაგლოევს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, გიგი და ანანო ბიჭის მშობლები გახდნენ.

- გიგი 27 იანვარს მამა გახდა. ბავშვს მაქსიმე დაარქვეს. დედაც კარგად გრძნობს თავს და ბავშვიც. ბავშვის ვიდეო ვნახე, ძალიან საყვარელია, ორივე ძალიან ბედნიერია. ვულოცავ და დიდ ბდნიერებას
ვუსურვებ მაქსიმეს, გიგის და ანანოს.

გიორგის მილოცვას ჩვენც ვუერთდებით.  პატარა მაქსიმეს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ. 





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS