20 ოქტომბერი, 2016
"თაფლობის თვე რაჭასა და სამეგრელოში გავატარეთ -ანანო ალბათ, ჩემი უხასიათობით მოიხიბლა''
მას შემდეგ, რაც გიგი გაჩეჩელაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩნდა, სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და მუდმივად მანდილოსნების ყურადღების ცენტრში იყო... გიგი 14 ივლისს, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იურისტ ანანო ჯოხაძეზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ანანო სწორად ის ადამიანია, ვინც სჭირდებოდა. ჟურნალ "გზასთან" გიგი გაჩეჩილაძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარდებს ინტერვიუდან:

- ერთი შეხედვით, ერთმანეთი რით მოხიბლეთ?
- პირველად, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთის გარეგნობით მოვიხიბლეთ, შემდგომ უკვე მისი პოზიტიური ხასიათი მომეწონა. ანანო საოცარი თვისებების მქონე ადამიანია. მთელი
დღე რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, შინ დაბრუნებულს კი ანანო ისე მხვდება, რომ ეგრევე კარგ განწყობას მიქმნის.

Rating

- როგორ ფიქრობ, ანანო რით მოხიბლე?
- ანანო ალბათ, ჩემი უხასიათობით მოიხიბლა (იცინის). ანანოსთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ უხასიათო ვარ. ჩემი მეუღლე დადებით ემოციებს აფრქვევს.
...
- ქორწილი სად გადაიხადეთ და ვინ იყვნენ თქვენი მეჯვარეები?
- ქორწილი 14 ივლისს, ქალაქ მცხეთაში აღვნიშნეთ. ცერემონიამ ძალიან ლამაზად ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვედგა და ეს დღე გაგვილამაზა. მეჯვარეები იყვნენ ჩვენი უახლოესი მეგობრები. ტრადიცია დავარღვიეთ და ერთ-ერთ მეჯვარედ საუკეთესო მეგობარი გოგო მყავდა, ანანოს კი მეგობარი ბიჭი.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?
- თაფლობის თვის გატარება ტაილანდში გვინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ამბავი მომავალი წლისთვის გადავდეთ. წელს კი თაფლობის თვე რაჭასა და სამეგრელოში გავატარეთ, იქაური ბუნებით დავტკბით".

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS