16 ივლისი, 2013
სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე ბათუმში ერთად ისვენებენ

დავწყვილდი, დავშორდი, მერე ისევ დავწყვილდი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს

მას შემდეგ, რაც წყვილის დაშორების შესახებ ხმები დადასტურდა, ამბობდნენ, რომ მიზეზი სალომეს მეწყვილე გიორგი ვარდოსანიძე იყო. როგორც ამბობენ, გიორგის და სალომეს ხშირად ხედავდნენ ერთად სხვადასხვა საღამოზე, მაგრამ ერთად ყოფნას ბოლომდე უარყოფდნენ. სალომესა და გიგის დაშორებას უცნაურად დაემთხვა გიორგი ვარდოსანიძის დაშორება შეყვარებულთან თამთა შალამბერიძესთან.
მოგვიანებით სასიყვარულო სამკუთხედი პრესასთან ცალკ-ცალკე ამტკიცებდა ჭორების აბსურდულობას, თუმცა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი განცხადებები ბევრი გვინახავს და პრესაში გაჟღერებული ჭორების დიდი
პროცენტი გამართლებულა.

სანამ თბილისში გიორგისა და სალომეს ერთად ყოფნაზე ჭორაობდნენ, სალომეს ცხოვრებაში მესამე მამაკაცი, - მამულიჩა გამოჩნდა. უცნაურ პოზაში გადაღებულ მათ ფოტოს ჭორების ახალი ტალღა მოჰყვა, მაგრამ სალომემ ეს ჭორიც უარყო.

ამასობაში გიგი გაჩეჩილაძეც რამდენიმე ცნობილ ქალბატონთან დააწყვილეს. იმასაც ამბობდნენ, სალომემ თქვა, მთავარია მოვინდომო და როცა მომინდება, გიგის მაშინ დავიბრუნებო. ახლახან ერთი საინტერესო ჭორი გავიგე - თურმე წყვილი შერიგდა და დროს შავიზღვირსპირეთში, კერძოდ კი ბათუმში ერთად ატარებს.
Rating
ინფორმაციის გადასამოწმებლად გიგის და სალომეს დავურეკეთ. ამ ჭორს გიგი გაჩეჩილაძე ღიმილით შეხვდა და კითხვებზეც სიამოვნებით გვიპასუხა.
- გიგი, ერთი საინტერესო ჭორის გადასამოწმებლად გირეკავ. ამბობენ, რომ შენ და სალომე ჭაჭუა ერთად ისვენებთ ბათუმში.
- (ფიქრობს) ჭორი არ არის, სიმართლეა. ჩვენი სტუდიის ბავშვები გვყავს წამოყვანილი `სბორებზე~, ბავშვებს ვავარჯიშებთ. ჯულიანა ბარ გნარი და სხვებიც აქ არიან.
- შენსა და სალომეს შორის ახლა როგორი ურთიერთობაა. დაშორების შემდეგ ამბობდით, რომ კარგ მეგობრებით დარჩით.
- დიახ, ზუსტად იგივე ურთიერთობაა, მეგობრული.
- ზღვისპირა ქალაქი, რომანტიკა... ძველმა სიყვარულმა თავი ხომ არ შეგახსენა?
- რა ვიცი, ვის როგორ (იცინის). არაფერი ისეთი, ძირითადად ბავშვებთან ვართ და ვარჯიშებს ვატარებთ.
- როდისმე თუ წარმოგედგინა, რომ შენ და სალომე მეგობრების ამპლუაში გააგრძელებდით ურთიერთობას?
- შეყვარებულობის დროს არა, მაგრამ როდესაც მორჩა ურთიერთობა, რატომაც არა.
- ალბათ რთულია ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა. არ გაგიჭირდა?
- კი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ზოგჯერ ამასაც უნდა გავუძლოთ (იცინის).
- ახალი რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, სალომესთან დაშორების შემდეგ ბევრ გოგონასთან დაგაწყვილეს.
- დავწყვილდი, დავშორდი, მერე ისევ დავწყვილდი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს (იცინის).
Rating
სალომე ჭაჭუა მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.
- სალომე, გიგისაც ვკითხეთ, ბათუმში ძველმა სიყვარულმა თავი ხომ არ შეგახსენათ?
- ყველანი საქმეზე ვართ წამოსულები და ვმუშაობთ.
- თქვენ შორის მეგობრული ურთიერთობაა?
- ისევ კარგი ურთიერთობაა.
- რთული არ არის ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა?
- არა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- ორივეზე ბევრს ჭორაობენ. ხომ არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?
- არა, არანაირი ეჭვიანობის მომენტი არ არის. უკვე დავიღალე მაგ სახელებით.
- შენს ცხოვრებაში ხომ არ გამოჩენილა ვინმე?
- არა, არავინ.
- გავიგეთ, გითქვამს, როდესაც მომინდება, გიგის მაშინ დავიბრუნებო.
- არა, ნადვილად არ არის ასე.

ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
****
სალომემ ძალიან კარგი ქნა გიორგისთან რომ არის! ხალხნო, ვინც გიყვარს იმასთან უნდა იყო და იმაზე არ უნდა ინერვიულო ვაიმე ჩემს გიგის ვანერვიულებო! :/ სალომე და გიორგი (ვარდოსანიძეს ეხება) ორივე ძაან მიყვარხართ
19:56 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსო
შერიგდით რა მაგრად დამწყდა გული
17:05 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
სალომე რომ არ იყოს ცეკვავენ ვარსკვლავებში, ვინმე უყურებს ამ პროექტსსს? სალო ვგიჟდები შენზეე
14:59 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შოკოლადი
შერიგდით რააააააააააააა.ერთად იყავით.
16:45 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
და რატომ არის სალომე მოღალატე ან ვისთან უღალატა?
01:05 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS