25 ოქტომბერი, 2013
ბექა ელბაქიძისა და ნუცა კოპალიანის საიდუმლო სიყვარული
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ რამდენიმე დღის წინ, ჩემმა წყარომ ერთი საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. როგორც მითხრა, ჟურნალისტი და მსახიობი ბექა ელბაქიძე უნუგეშოდ გახლავთ შეყვარებული.

''ის, რასაც ელბაქიძე მაჩოს ნიღაბს მიღმა მალავს, მისი ყველაზე დიდი და უპასუხო სიყვარულია. მსახიობი ტელეკომპანია ''იმედის''  საინფორმაციო გადაცემა ''ქრონიკის'' წამყვან ნუცა კოპალიანზეა შეყვარებული.

ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ.

ყველას თვალში მეგობრები არიან. მიუხედავად ამისა, ბექა, როგორც ჩანს, იმედს მაინც არ კარგავს და დროდადრო საკუთარი საქციელით თავს
''იწვავს'' , მაგრამ ესეც ძალიან ცოტამ იცის'' 

ინფორმაციას თან ძალიან საინტერესო ფოტოსესია ახლავს, საიდანაც ჩანს, რომ ბექა არც ისე გულგრილია, როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის ახლო მეგობრის მიმართ.

ნუცა კოპალიანი, ''იმედზე'' ტელეკომპანია ''მაესტროდან'' გადავიდა. ამბობს, რომ ინტერვიუები არ უყვარს, განსაკუთრებით - პირად თემებზე.
Rating
რაც შეეხება ბექა ელბაქიძეს, ბოლოს ტელეკომპანია ''მზეში'' მუშაობდა, შემდეგ მსახიობადაც სცადა ბედი, ახლა კი საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ორივე ჟურნალისტთან გადავამოწმე და საინტერესო პასუხებიც მივიღე.
- ბექა, ერთი კითხვით გაწუხებთ. საინტერესო ამბავი გავიგეთ თქვენზე. ადასტურებთ თუ არა, რომ ''ქრონიკის'' წამყვან ნუცა კოპალიანზე ხართ შეყვარებული.
- (იცინის) ეს მართლა გულწრფელი სიცილია.
- სხვათა შორის, თქვენი და ნუცას საკმაოდ საინტერესო ფოტოებიც გამოგვიგზავნეს.
- მართლა? რას ლაპარაკობთ, ეროტიკული ფოტოებია?
- არა, ეროტიკული ფოტოები არ არის, მაგრამ რომანტიკული ფოტოები ნამდვილად არის.
- მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ.
- ჩვენმა ინფორმატორმა ისიც გვითხრა, რომ თქვენ ბევრი წელია ნუცაზე ხართ შეყვარებული და მისგან უარი არაერთხელ მიიღეთ. ამის მიუხედავად, არ ნებდებით და მაინც შეახსენებთ ხოლმე თავს საყვარელ ქალბატონს.
- იცით, რა არის, დაურეკეთ პირდაპირ ნუცა კოპალიანს.
- დაგვეხმარებით მისი ნომრით?
- არა, მე ნუცას ნომერს ვერ მოგცემთ, თქვენ იმდენად ჭკვიანი და ნიჭიერი ინფორმატორი გყავთ, მისი ნომრის გაგება არ გაგიჭირდებათ. იმავე შეკითხვით მიმართეთ ნუცას. მე მიყვარს ნუცა და ვახსენებ თავს? შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ხნის მეგობრები ვართ. სექსუალური თამაშები და სასიყვარულო ურთიერთობები ჩვენ შორის არ ყოფილა.
- ნუცას ნომერი იმიტომ გთხოვეთ, რომ ახლავე დავურეკავდი, თორემ გაგება მართლა არ გაგვიჭირდება.
- იცით, რა არის, ახლა ქუჩაში ვარ და ტელეფონის მენიუს ვერ ჩავხედავ.
- უცნაურია, რომ საუკეთესო მეგობრის ნომერი ზეპირად არ გახსოვთ.
- ტელეფონის ნომრებს ცუდად ვიმახსოვრებ.

რა თქმა უნდა, ნუცას ნომრის გაგება არ გაგვჭირვებია და ამისათვის სულ რაღაც 15 წუთი დაგვჭირდა.
- ნუცა, გავიგეთ, რომ თქვენზე წლებია, უნუგეშოდ არის შეყვარებული კოლეგა და მსახიობი ბექა ელბაქიძე.
- ჩემი ძალიან ახლო მეგობარია...
- ბექასაც ვესაუბრეთ ამ თემაზე და ჩვენმა წყარომ თქვენი საერთო ფოტოებიც მოგვაწოდა.
- ძალიან ბევრი საერთო ფოტო გვაქვს გადაღებული.
- გავიგეთ, რომ დიდი ხნის მეგობრები ხართ, თუმცა ამბობენ, რომ ბექას ცალმხრივად უყვარხართ, თავის შეკავება უჭირს და სიყვარულს გიხსნით.
- კარგია, რომ ამ ინფორმაციას ამოწმებთ. იძულებული ვარ, რამე გითხრათ, რადგან ვხედავ და ვხვდები, რომ მაინც დაწერთ. მე და ბექა ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. მეგობრები ვართ, ყოველთვის ასე იყო და ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული.
- თქვენ არ ხართ ბექა ელბაქიძის უნუგეშო სიყვარული?
- ბექას ვუყვარვარ უნუგეშოდ? ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მეც ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ბექასაც და ჩვენი პირადი ცხოვრება არასდროს გადაკვეთილა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ანო
ფიცი მაწამს ფოტო მაკვირვებს
23:41 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
რაც ამ ფოტოებიდან ჩანს, ეს მეგობრობა კი არა გაცილებით მეტია...
20:43 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
აი კაცი, რომ ვიყო ამ ამაზრზზენ ბიჭს ბოლო წვეთ სისხლამდე ვცემდი ისეთი უტიფარი და უბეგრაუნდოდ ამბიციურია, სუფთა პიჟონია, ქალს როგორ უნდა მოგწონდეს ასეთი პიჟონი?
11:12 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
არ მომწონს ბექა.. თავის თავზე შეყვარებული კაცები მეზიზღებიან
13:46 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ნუცა ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია და აშკარად კარგი წყვილი იქნებოდით, თუმცა ფაქტია ორივე უარყოფს..:(
23:50 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა

დავწყვილდი, დავშორდი, მერე ისევ დავწყვილდი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს

სრულად წაკითხვა
TOPS