23 მაისი, 2013
ნანკა კალატოზიშვილი ჭორებს უჩივის
აკრძალეთ სერიალები, ღვთისნიერებო, აშკარად ეშმაკისეულია. დაუბინდდა და დაუჩლუნგდა ხალხს ტვინი. ნანკა კალატოზიშვილი მალე პატარას ელოდება. ძალიან ლამაზი ორსულია. ფეხმძიმობის დასაწყისში პრესასთან გამოჩენას, ინტერვიუებს, ფოტოების გადაღებას ერიდებოდა. შემდეგ კი არც ფოტოგადაღებებზე უთქვამს უარი და არც ინტერვიუებზე.

ნანკას მეორე ნახევარი და მისი ბავშვის მამა კალათბურთელი ირაკლი კეიდიაა. მათი რომანი რამდენიმე წელს ითვლის. მართალი გითხრათ, ჟურნალისტებს ამ წყვილზე არანაირი ჭორი არ გაგვიგია. თავიანთი რომანტიკული ურთიერთობების შესახებ ნანკაც დიდად არაფერს მალავს და ფოტოებსაც აქვეყნებს ხოლმე ხშირად, თუ როგორ უწყობს
ირაკლი სიურპრიზებს დაბადების დღეებზე. ერთი ისაა, რომ ჟურნალისტებმა ირაკლი ინტერვიუზე ვერაფრით შემოვიტყუეთ.

ნანკაზე ჩვენ ჭორებს ვერ ვიგებთ, სამაგიეროდ, თავად მსახიობი ხალისობს გავრცელებულ ხმებზე და ''ფეისბუქზე'' სახალისო პოსტიც გამოაქვეყნა.

''დღეს ერთი ნაცნობი ვნახე, გაოგნებული მიყვებოდა ჩემზე ამბებს. მოკლედ, ბრაზილია ან არ ვიცი, კოლუმბია ჩვენთანაა. ნანკა ორსულად კი არ არის, ბალიშის მუცელი აქვსო და როგორც ფილმებშია, ზუსტად ისე იცვლის, გაზრდილი რომ გამოუჩნდესო. იმავე ადამიანმა განაცხადა, რომ კედოს მეორე ბავშვი უჩნდება ახლა, მერე აიჭრა, თუ ბალიშის მუცელი მაქვს, მეორე როგორო და განაცხადა, მოკლედ, თუ გაუჩნდა, ე.ი. მეორე გაუჩნდება კედოს და თუ არა, ხო ვამბობდი, ბალიშის მუცელიაო. აკრძალეთ სერიალები, ღვთისნიერებო, აშკარად ეშმაკისეულია. დაუბინდდა და დაუჩლუნგდა ხალხს ტვინი''.

ნინო მურღულია

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
დაჯი
ნანკა ლევან ღვინიაშვილთან ქორწინებას რომ გადაგარჩინე მადლობა მაინც მითხარი.
14:59 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ჰაჰ ! ჩაგეთვალა მართალი ხარ მთელი ქბეყანა უსაქმური ჭორიკნებითაა სავსე საკუთარ უღიმღამო ცხოვრებას ვერ ცვლიან და ერთმანეთს ლანძღვა გინებით იკლებენ ნეტავ ტუ მოვესწრებით ისეთ დროს ამ ქალაქში არავის არაფერი უკვირდეს და თავისუფლათ ბედნიერათ ცხოვრების შესაძლებლობა გვქონდეს შურიანი წორიკანა ბოღმა ხალხის გარეშე :D
22:35 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰ! (ნინო)
ისე ლაპარაკობ ვითომ კაი ერთი საუკუნე ქართველი არ გინახავს:DD მთელი საქართველო უსაქმური ჭორიკანაა და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და შენ ამბობ ვის აინტერესებს ესო? ეს კიარა ჩვეულებრივ გამვლელს ხმამაღლა რო გაეცინოს გამოიძიებენ ვისი შვილია....კარგით რაა... ეს ვითომ თავის მოკატუნება რაღაა...ანუ მე კარგი ვარ და არ ვიცი რა ხდებაო? და ცუდი ისაა რო შენნაირი ბევრია...
21:37 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნეტა ვის აინტერესებს ან ვის ჭირდება ან ეს ქალბატონი, ან მასზე ჭორები. :) პირადად მე არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. ქალი გათხოვდა, აჩენს შვილს ეგ არის და ეგ... საქმე არ გაქვთ?
18:00 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS