15 მაისი, 2013
სააკაშვილის მეგობრები და გოგონებისთვის ნაჩუქარი ერთნაირი საათები
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს. 

Rating

ფართო
საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.

Rating

როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.

Rating

სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.

Rating

სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:

ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა
- ((((((((( )))))

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნინა
ეხლა იცინოს კიდევ.მიშას წასვლის მერეც ბევრი იცინა მაგან და ეყოს
14:16 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ელე
ვკითხილობ და მაგრად მეცინება, ყველას ვინც აქ წერთ სულის სიღრმეში იმდენად გინდათ პრეზიდენტმა ოდესმე ყურადღება მოგაქციოთ და მის გარემოცვაშI გამყოფოთ იგრძნობა თქვენი კომენტარებიდან! მიშამ თუ არა მარგველაშვილმა მაინც! პრეზიდენტის გუმდის წევრობა და მეგობრობა მართლა მიღწევაა. მითუმეტეს უბრალო გოგოსთვის ამიტომ გაჩუმდით!!!!!!!!!!!:))))))))))))))))))))))))))))))))))
19:09 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
gicho
აა, ეს იყო ის გოგო მიშასთან ერთად რო დადიოდა ბათუმის ქუჩებში დებილებივით რო შეყურებდნენ ოპერის შენობას? ყველას კი ეგონა სოფო ნიძარაძე მარა ეს დაჰყვებოდა იმ დორბლიანს ესკორტით. მერე თანამდებობაზეც დანიშნეს და ლონდონშIც გაუშვეს სასწავლებლად, შეგირცხვეთ ნამუსი,რაში იყენებთ სილამაზეს.
19:03 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კიო
საკვირველია რომ ქალების უმრავლესობა ამბობს - რა მოხდა ისეთი რამ გაგაკვირვათო? ასე იმიტომ ამბობთ რომ, გამორჩენა თქვენთვის ნირმალური მდგომარეობაა. რომ გიყვარდეს და ისე იყო მერე რა, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ რომ მიშას ხიბლით ხართ შეპყრობილი და უანგაროთ იძლევით. გამორჩენისთვის სიყვარული კი არის პ რ ო ს ტ ი ტ უ ც ი ა. ეს ნიშნავს რომ უმრავლესობა ეგეთები ხართ. ფიქოლოგია შეგიცვალათ მაგ ახვარმა. მაგრამ არა, მაგას ჰქვია სულით ბოზი, გულით ბოზი, შემიყვარდა ნიკოლოზი! შემიყვარდა ტაატი, მიშა მომე საათი.
09:25 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა.
საქილიკო მანდ ის არის, ჩემო ცუგრუმელა რომ, კეთილდღეობა გინდა უკანალით მოიპოვო.იბოზო, არ იბოზო საკითხავი აი ეს არის
09:01 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS