02 ოქტომბერი, 2015
"ვფიქრობ, ჩემი შვილი გეია და ეს ძიძის დამსახურებაა..."
ამას წინათ რედაქციაში ერთმა ქალბატონმა დარეკა, მას ჩვენთან საუბარი სურდა: „შეიძლება ბუზისგან სპილოს ვქმნი, მაგრამ ამ თემაზე ვერავის ველაპარაკები, მერიდება. იქნებ თქვენთან შევძლო დაცლა, ან ვინმემ მირჩიოს რამე. არ ვიცი, იქნებ შეძლოთ და დრო დამითმოთ“, - გვთხოვდა ის. ქალბატონის გულისტკივილით დავინტერესდით და რედაქციაში მოვიწვიეთ.

- ზუსტად არ ვიცი, როგორ და როდის დაიწყო ეს ამბავი, მაგრამ მე დაკვირვება მას შემდეგ დავიწყე, რაც ერთ დღესაც ჩემი შვილი შინ დაბრუნებულს ჩემი კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დამხვდა - სარკის
წინ მიმოდიოდა.

- ბავშვებს სჩვევიათ უფროსების ტანსაცმელში გამოწყობა, უყვართ...
- რას მეუბნებით?! თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ჩემი შვილი გოგონაა, არა? საქმეც ისაა, რომ ბიჭია. სწორედ ამას ვდარდობ. გულგახეთქილმა რომ ვუთხარი, რას აკეთებ- მეთქი, გამიცინა და მითხრა, სულ მაინტერესებდა ეს ქალები ქუსლებზე როგორ დადიან და მოვსინჯეო. თურმე რა რთული ყოფილა, ნეტა თქვენ, მოგცლიათო. მერე სიცილით მაკოცა, კაბა და ფეხსაცმელი გაიხადა და თავის ოთახში შევიდა. რაღას ვიტყოდი, გავჩუმდი...

- ლაშა დედისერთაა?
- დიახ, გვიან გავთხოვდი და 38 წლის ვიყავი, რომ გავაჩინე. ლაშა ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. თეთრი, ულამაზესი ქერა კულულებით, დიდრონი ცისფერი თვალებითა და გრძელი წამწამებით. ქუჩაში რომ გამყავდა, ყველა მეკითხებოდა, რა ჰქვია ამ ულამაზეს გოგონასო. იცით, როგორ მწყინდა?! რა თქმა უნდა, ვცდილობდი მისთვის სულ ლურჯი ან ცისფერი ტანსაცმელი ჩამეცმია, თმა მოკლედ შემეჭრა, მაგრამ ეს არ „შველოდა“. ის ხალხს 3 წლამდე მაინც გოგონა ეგონა. მერე ნელ- ნელა დაემსგავსა ბიჭს.

- თქვენი მეუღლე ამაზე როგორ რეაგირებდა?
- ერთი- ორჯერ ისე გაცეცხლდა, ფანჯრის მინას ხელი დასცხო, ჩაამტვრია და თავადაც საავადმყოფოში წასაყვანი გაგვიხდა. მერე მეზობლის ქალმა გაამწარა, შემოვიდა ჩვენთან, ეტყობა ეგონა გაგვახარებდა, ბავშვს მოეფერა და თქვა, ისეთი ლამაზია, გოგო გეგონებაო. ჩემი ქმარი იმ დღეს ნასვამი იყო და ის ქალი სახლიდან გააგდო.

- თქვენ შვილი რომ სახლში კაბასა და ფეხსაცმელებში დაგხვდათ, მას მერე კიდევ რამე შენიშნეთ?
- კი, იმ დღეს დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუმცა ჯერ ლაშას ძიძის შესახებ მოგახსენებთ. რადგან მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით, ძიძის აყვანა დაგვჭირდა. არ მახსოვს, ვინ მირჩია ეთერის მოყვანა, მაგრამ ეს ქალი მოვიყვანეთ და ბავშვს მას ვუტოვებდით. ლაშა სკოლაშიც რომ წავიდა, ეთერი ჩვენი ოჯახიდან არ გაგვიშვია, პირველ- მეორე კლასში მას ჩვენი შვილი სკოლაში მიჰყავდა, მოჰყავდა და მერე ამეცადინებდა. ალბათ არც მერე გავუშვებდით, მის შვილებს რომ არ დასჭირებოდათ, ორი ქალიშვილი ჰყავდა, თითქმის ერთდროულად გათხოვდნენ და დედამისს გამოუცხადეს, აქამდე სხვის შვილებს რომ ზრდიდი, ახლა ჩვენი შვილები გაზარდეო. ეთერი ოჯახის წევრივით გვყავდა და რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილის გაუკუღმართება მას უნდა დავაბრალო.

- „გაუკუღმართებაში“ რას გულისხმობთ?
- რას და მერე აღმოვაჩინე რომ ჩემს შვილს თავის გოგონების ტანსაცმელში გამოაწყობდა და ისე უღებდა ფოტოებს, ან თავის „შალს“ მოახურავდა მხრებზე, ქალის ქუდს დაახურებდა. ისე, ნახევრად ხუმრობით მეუბნებოდა ხოლმე, ულამაზესი ბიჭი გყავს, ჩემი გოგონები დიდები რომ არ იყვნენ, რომელიმეს გავურიგებდიო. თურმე რა გარიგებაზეა ლაპარაკი, ქალაჩუნას მიზრდიდა.

- და ეს როდის გაიგეთ?
- ახლახან შემთხვევით ვნახე ლაშას ოთახში ბავშვობის დროინდელი ფოტოები. როგორც ჩანს, ეს ძიძისა და ჩემი შვილის საიდუმლო იყო, აბა, აქამდე ჩვენ რატომ არ გვანახებდნენ?! ალბათ ბავშვობაში არასწორად მოქცევამ გამოიწვია მისი გადახრა. არ ვიცი, არ მინდა ამაზე ფიქრი, მაშინებს.

- ახლა ლაშა რამდენი წლის არის?
- თექვსმეტი შეუსრულდა. გოგონები წარამარა ურეკავენ, მაგრამ მგონი, საერთოდ არ ინტერესდება მათით. მგონი, ვიღუპები და ესაა. ან სულაც დიდი ხანია დავიღუპე და ამას აქამდე ვერ ვხედავდი.

- რას ამბობთ, ასე რატომ ფიქრობთ?
- ახლა ლაშა ისეთ ასაკშია, ცოტა ხომ მაინც უნდა გამოიჩინოს ინტერესი გოგონების მიმართ. ირგვლივ სულ ლამაზ- ლამაზი ცქრიალა გოგონები ახვევია, მაგრამ არა, არც ერთს არ უყურებს. დედის თვალი ხომ იცით რა არის, არაფერი არ გამოეპარება. ორი უახლოესი მეგობარი გოგონა ჰყავს, მაგრამ ორივეს დებივით უყურებს, კარგად ვგრძნობ ამას. ძმაკაცები კი თითქმის საერთოდ არ ჰყავს.

- მისთვის რამე ხომ არ გითქვამთ თქვენს ეჭვებთან დაკავშირებით?
- არა, ხმას არ ვიღებ. არც მეუღლეს ვეუბნები რამეს, გადაირევა საწყალი. ეს ერთი ბიჭი გვყავს და...

- ისე ლაშას მანერებზე, ქცევებზე რამეს ატყობთ?
- არა, მაგრამ არ ვიცი ჩემი შვილი უბანში როგორია. ბიჭებთან ხომ არ გავალ და ხომ არ ვკითხავ. „ჩმორიო“, ვიღაცაზე რომ ამბობენ, არა მგონია ეგეთი იყოს. საერთოდ კონფლიქტური ტიპი არ არის, ბუნებით მამამისივით წყნარია. არ მახსოვს, ჩხუბი ან რაიმე გაუგებრობა მოსვლოდა. - ქალბატონო, ვფიქრობ, მაინც არ გაქვთ ნერვიულობის საბაბი...

- არა, არა, ჯერ ბოლომდე არ მითქვამს. იცით, ცოტა ხნის წინ ვისწავლე საოფისე პროგრამები, ინტერნეტის მოხმარება და ა.შ. ჰოდა, იმ დღეს ლაშიკო სახლში არ იყო, მეილის შემოწმება დამჭირდა, შევედი მის ოთახში, მივუჯექი მის პერსონალურ კომპიუტერს და იცით, იქ რა აღმოვაჩინე?! მამაკაცების ფოტოები და თან, არცთუ ისე „ნორმალურ გარემოებებში“. უმეტესობა შიშველი კაცის ფოტო იყო. ახლაც მეტყვით, სანერვიულო არ გაქვსო?! ვის ვუთხრა ეს ამბავი, ვის მივმართო?!

- ვფიქრობ, შვილს უნდა ესაუბროთ.
- არ მინდა მიხვდეს, რომ მის ორიენტაციაში ეჭვი მეპარება. არა, არა, ის რომ სიმართლე იყოს, რასაც ვფიქრობ, თავს მოვიკლავ. ამას ვერ გადავიტან, ჩემი მეუღლეც მოკვდება. დავიღუპეთ!..

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გივი
ქალები ნუ აზვიადებთ ყველაფერს, არაფერი არა ჭირს მაგ ბიჭს და არს არაფერი არ აგრძნობინოს დედამისმა, თორე შეიძლება მართლა გადაუბრუნდეს მაგ ბიჭს მერე ტვინი.
16:29 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინის
მე იმ ცივილიზებული ქვეყნის და იმ მშობლის დედა მო#$%&ნ ამას რომ ნორმალურად მიიჩნევს და იტყვის არაუშავს მისი არჩევანიაო...
10:29 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ქალბატონო,მე ამის სპეციალისტი არ ვარ,მაგრამ ვგონებ სექსოპათოლოგთან უნდა წაიყვანოთ და თუ დაუმტკიცდება გადახრა,უნდა უმკურნალოთ.არაფერი პანიკის ატეხვა საჭირო არაა,თუნდაც ასე იყოს.გასაგებია,რომ მშობლისთვის შოკისმომგვრელია ასეთი შვილის ყოლა,მაგრამ შვილი შვილია და მას გვერდში დგომა უნდა მის პრობლემებში და არა სირაქლემის პოზის მიღება.
06:18 / 05-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ცივილიზებულ დასავლურ ქვეყანაში მშობელი რომ გაიგებს ეგეთ რაღაცას უბრალოდ გაუტყდება და მორჩა მეტი არაფერი, სიკვდილის და დაღუპვის ტოლფასი არ არი ეს. მოგიწოდებთ განათლებისაკენ, სხვას ვერაფერს გირჩევთ.
14:40 / 04-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS