06 აგვისტო, 2020
"პანდემიის დროს ცოლმა იტალიიდან გამომაგდო, მითხრა, რომ შვილებისთვის მიმეხედა" - კაცი, რომელიც სამშობლოში გალოთდა
42 წლის ვაჟა გ. უკვე სამი თვეა რაც საქართველოში დაბრუნდა და ამბობს, რომ იმის მაგიერ, რომ შვილებისთვის მიეხედა, სამშობლოში გალოთდა. კაცი 11 წელი ცხოვრობდა იტალიაში და როგორც თავად ამბობს, ყველაზე ბედნიერად თავს იქ გრძნობდა, მაგრამ ცოლმა გამოაგდო და მიზეზად პანდემია დაასახელა...

- 16 წლის გოგონა და 14 წლის ვაჟი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩემს მშობლებთან და გასათხოვარ დასთან ერთად ცხოვრობენ. იმდენად უყვართ ისინი, რომ ხანდახან მე და დედამისი ვეჭვიანობდით კიდეც. მე და ჩემი ცოლი გარიგებით დავქორწინდით.
ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დიდი სიყვარული არასოდეს არ გვქონია. 11 წლის წინ საქართველოდან იტალიაში წავედი სამუშაოდ. მალევე ავეწყვე და 3 წელიწადში მეუღლეც წავიყვანე. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სკოლას რომ დაამთავრებდნენ, ორივე წაგვეყვანა, მაგრამ პანდემიამ ცხოვრება დამინგრია.

- იტალიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდით?

- არა, რადგან ის მოხუც ცოლ-ქმარს უვლიდა და 24 საათიანზე მუშაობდა. მე პატარა ოთახი მქონდა ნაქირავები და ძირითადად ძაღლების გასეირნებით ვიყავი დაკავებული, რაშიც ორი ოჯახი კარგად მიხდიდა. მანამდე რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ყველაზე კარგად მათთან ავეწყვე. ასევე კვირაში სამჯერ ორ-ორი საათით მეზობლის კაცს ვასეირნებდი, ეტლში იჯდა და საკმაოდ შორ მანძილზე მიწევდა ხოლმე მისი წაყვანა. რაღაც კლუბივით კაფე იყო და იქ იკრიბებოდნენ მეგობრები. ჩემი მეუღლე ძირითადად შაბათ-კვირას მოდიოდა ჩემთან. არანაირი დანაზოგი არ მქონია. ყველა კაპიკს მას ვაბარებდი, ამბობდა, რომ ნაწილს საქართველოში გზავნიდა და მეორე ნაწილს ინახავდა. ბავშვების ჩამოსვლამდე ბინა უნდა ვიყიდოო. 

- პანდემიამ ყველაფერი რატომ გააფუჭა?

- პანდემიამდეც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე აღარ იყო, ხშირად ჩემთან მოსვლა და დარჩენაც ეზარებოდა, იმიზეზებდა, შორიაო, მე კი ძალიან დაღლილი ვარო. კორონა რომ დაიწყო, ჰო იცით, იტალია რა დღეში ჩავარდა. ძაღლები კი არა ადამიანები აღარ იკარებდნენ ერთმანეთს და სრულიად უკაპიკოდ დავრჩი. ჩემი ცოლი ოჯახმა ჩაკეტა, გარეთ აღარ უშვებდნენ, ვეხვეწებოდი ტელეფონზე ჩემი მოცემული ფულიდან მაინც გამომიგზავნე ცოტაოდენი თანხა რომ თავი გავიტანო, სანამ ყველაფერი დალაგდება-მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა და მითხრა, რომ ახლა ჩვენ შვილებს ვჭირდებოდი და საქართველოშ დავბრუნებულიყავი. ფაქტობრივად ძალით გამომაგდო, სხვა გზა აღარ მქონდა. 

- აქ ჩამოსულს რა სიტუაცია დაგხვდათ?

- ბავშვებს მამა რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მერწმუნეთ, დედის დანახვა უფრო გაუხარდებოდათ. ერთ კვირაში მივხვდი, რომ აქ არაფრის კეთება არ შემეძლო. მანამდე არაფერი გამომივიდა და ახლა ამ სიტუაციაში სამსახურს სად ვიშოვიდი და სმა დავიწყე. ისე შევყევი, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა. 

- ცოლი რომ გირეკავთ რას გეუბნებათ. 

- მე აღარ მირეკავს, მარტო ბავშვებსა და ჩემ დას ელაპარაკება. რა უნდა თქვას, ბედნიერია რომ მომიცილა. მე თითქოს აღარც ვარსებობ. ბავშვებს ეუბნება მალე წაგიყვანთ და მოგაშორებთ ლოთ მამაშენსო. არ ვიცი როგორ, კანონიერად თუ უკანონოდ მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო და უკან წავიდე. ერთი ის ვიცი, რომ იქამდე რომ ჩავალ ჩემ ცოლს ახლოს აღარ გავეკარები. გაიგეთ ხალხნო, კაცებისთვის აქედან წასვლა გადარჩენაა. ნუ გიკვირთ, რომ აქ უსაქმურობისგან ლოთდებიან და ნარკომანდებიან. რა მდგომარეობაშიც აქ ჩემი ძმაკაცები დამხვდნენ, მართლა მტერს არ ვუსურვებ. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
romani
ise dzalian momravlda egretcodebuli patiosani kalebi. pirvel righi codva mat arian. mere ojaxi.hven xom tu rame cudi hemovida modahi pirvekebi hven vart. tu kargi mahi bolohi mivhanhalebt. esa realoba. ubralod vitkvi magari artisti eri gavxdi. kvelas kvelafers vtamahobt ukve
14:48 / 22-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რატომ უნდა წერდეს ტყუილს ეს კაცი, ქალებიც აშავებენ ხშირად, ზოგს კაცი ამწარებს, ზოგს კიდევ ქალი, რას გაიგებ
18:08 / 17-08-2020
გამოხმაურება / 0 /
სუ
გამოგონილი ამბავი როა ამას თუ ვერ მიხვდი კარტოფილი ხარ ჩათვალე
13:32 / 16-08-2020
გამოხმაურება / 0 /
,,,
მართალია თქვენი მეუღლე, შვილებს მშობლები უნდათ. 11 წელი რომ გადაიკარგეთ და შვილები მშობლებს მიუყარეთ ეგ არის აღზრდა? იცნობთ კი თქვენ შვილებს? ან ისინი გიცნობენ? რას ქვია ლოთობ? იქაც ლოთი იქნებოდით და აქაც აგრძელებთ. ახალგაზრდა კაცი ბრძანდები და ააწყვეთ შვილებთან ურთიერთობა.
14:07 / 12-08-2020
გამოხმაურება / 0 /
რეალისტი
ჰაჰაჰა, მაგრად ვიცინე კომენტარებზე. თქვენი თავები ამოიცანით და აგეწვათ ხომ? :D რას ვიზამთ სიმართლე მწარეა ყოველთვის, მეგრული აჯიკასავით. პირადად რომ ვიცნობ ქართველ გოგოებს, რომლებიც წავიდნენ ევროპაში და იმდენი კაცი გამოიცვალეს, სათვალავი აერიათ. აქ კიდევ მშობლები თავიანთ გოგოს აქებენ და ადიდებენ, ,,ჩემი პატიოსანი, თითდაუკარებელი გოგო'' რა იციან ე.წ. ,,თითდაუკარებელი'' იქ რას აკეთებს. რამდენს ვიცნობ გოგოებს საქართველოში არიან და იმდენი სექსი ჰქონიათ რომ ვერც წარმიდგენთ და მაინც პატიოსანის და კდემამოსილის როლს თამაშობენ. მაგრამ ეტყობათ ხელოვნურობა და მასეთი სხვისი ,,გაფუჭებული'' არავის აღარ ჭირდება. ისე რომ იცოდეთ გამოთქმა არსებობს მხოლოდ საქართველოში გოგოს სექსი ქონია მაგრამ მაინც ქალიშვილიაო :D კაცმა ჭირი მალა მალა, ჭირმა თავი არ დამალა. ჰაჰაა :D სლავებს ლანძღავთ და ამ დროს საკუთარ მოღალატე და გაფუჭებულ ქალებს ვერ ამჩნევთ ხომ? რამდენი მოღალატე კაციც არსებობს საქართველოში, იმდენი მოღალატე ქალიც არის. უბრალოდ კაცს ,,უბაზრდება'' ან ძმაკაცებში წამოროშავს, ან როცა მთვრალია, და ყველა გაიგებს რომ ცოლს ღალატობს, ქალი კიდევ მალავს, თან უნდა რომ გაერთოს, ქმარს უღალატოს და ამ დროს ბOზის იარლიყი არ აარტყან. ჰაჰაჰ:D ჩიჩიც გინდათ და ბაბაც ეგრე სადაა? :D ქართველი ქალის კდემამოსილება 90-იანი წლების იქეთ არსად წასულა, :D ქუჩაში არ გადიხართ? რამდენი გოგო ისეთი მოკლე შორტებით ან ისეთი მოკლე კაბით დადის, ლამის ტრიკო გამოუჩნდეს, აი თქვენი ნაქები ,,ქალიშვილები'' პატიოსანი, კდემამოსილი გოგო ასე არ ჩაიცმევს და ნახევრად შიშველი არ გამოვა ქუჩაში იმას შერცხვება. აა 21-ე საუკუნეა? კი ბატონო ვიცით, ჩვენ კი გვაცვია როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, ნორმალურად და თქვენსავით ნახევრად შიშვლები არ დავდივართ. თქვენ კიდევ პირველყოფილებივით პატარა ნაჭერი გაქვთ აკრული, ალბათ იმასაც მოიძრობდით რომ შეიძლებოდეს. თქვენი ჩაცმულობიდან გამომდინარე ძალიან მოგეწონებდათ ამაზონის ჯუნგლებში ინდიელებთან ცხოვრება, ან ვანუატუს კუნძულზე, აი ზუსტად იქ აცვიათ თქვენნაირად. გაიგეთ ,,21-ე საუკუნის პირველყოფილებო''? :D ყველგან 21-ე საუკუნეა, უბრალოდ ზოგის ტვინში ჯერ ისევ ქვის ხანაა ტანსაცმელის მხრივ :D პ.ს. მე დავამთავრე, რამდენი ამოიცნობს თავის თავს და ,,აეწვება'' ჰაჰა :D თუ მწარე არ გიჭამიათ, პირი რატომ გეწვით? :D თქვენ თავს თქვენ თვითონვე ავლენთ ქურდს ქუდი ეწვის, ეს ისე ცნობისთვის :D ასე რომ ჯერ თქვენი თვალიდან მოიშორეთ დირე და მერე ეძძებეთ სხვის თვალში ის, რაც იღლიებში და ბოქვენზე ბლომად გაქვთ :D
11:20 / 12-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS