16 იანვარი, 2015
"ცოლი, დედა და ბებია ერთ თვეში გამითხოვდნენ'' - გეის აღსარება
28 წლის გურო დღეს ყველაფერს ნანობს, მაგრამ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. წერილი ფოსტაზე მოგვწერა და დარწმუნებულია, რომ მის წაკითხვას ოჯახის წევრები შეძლებენ და უნდა, რომ აპატიონ.

გურო:
- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ დავქორწინდი. ნიაკო არ მიყვარდა და უფრო მეტიც, ქალები არ მომწონდა. 8 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. ბებიამ და დედამ გამზარდეს. საკუთარი ორიენტაციის შესახებ უახლოეს მეგობრებსაც ვერე ვეუბნებოდი, რადგან სხვა წრეში ვტრიალებდი და ვერ გამიგებდნენ. "ჩემიანებთან'' კი რამდენჯერაც ვცადე სიახლოვე
ხელი მკრეს.

27 წლის ვიყავი რომ დავქორწინდი. ბებია წლები იტალიაში ცხოვრობდა და იქიდან გვეხმარებოდა. იქ გაიცნო ნიაკოს დედა და ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. ვიფიქრე, იქნებ შემიყვარდეს და რაღაც გამომივიდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება არ შედგა.

მეუღლე მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრება არ გამომდიოდა და ყველაფერი დედაჩემს მოუყვა. შემდეგ კი ბარგი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა. გადარეულმა დედაჩემმა იმ საღამოს საშინელი დღე მაყარა. მითხრა, რომ მეორედ ჩემს გამო არ გათხოვდა და თავისი ახალგაზრდობა შემომწირა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდაო.

ჩემი ორიენტაციის შესახებ იტალიაში ბებიასაც მოახსენეს. ის ქალი სულ გადაირია. წნევამ აუწია და სამი დღე საავადმყოფოში იყო. ტელეფონში მიკიოდა მთელ ფლორენციელ ქართველებში თავი მომჭერი. ახლა ყველა იმას ლაპარაკობს რომ ჩემი შვილიშვილი გეიაო.

ოჯახი ამიმხედრდა, ცოლი გამექცა, ყველაფრით დავიღალე და რაც ფული მქონდა შეგროვებული ორი კვირა საქართველოს გავეცალე. სამსახურში შვებულება დავწერე. საკმაოდ უცნაურად მიყურებდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ცოლი ორ თვეში რატომ გამექცა.

დაბრუნების შემდეგ საოცარი სიურპრიზი დამხვდა. ცოლი თავის ძველ შეყვარებულთან მისულა და პატიება უთხოვია, თან დაუყოლებია, რომ ქალიშვილი იყო და ქმარი გეი აღმოაჩნდა. იმ ბიჭსაც მიუღია და ახლა ქორწილისთვის ემზადებიანო.

რამდენიმე დღეში დედამ გამომიცხადა, რომ სახლს მიტოვებდა და საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა. თავიდან მეგონა, რომ იქირავა და ხელი აღარ შემიშლია, მაგრამ ორ დღეში გავიგე, რომ საცხოვრებლად საყვარელთან გადასულა. ეჭვი მქონდა, რომ ამ წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, მაგრამ ხელი არ შემიშლია.

ამ ამბის ფინალი კი ის აღმოჩნდა ბებია 91 წლის იტალიელს გაყვა ცოლად, იმ კაცს ვისაც თვითონ უვლიდა.

კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ყველაზე მეტად ბებიის და დედის საქციელი გამიკვირდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ხელს არაფერში შევუშლი, მაგრამ ტრაგედია ის არის და გული იმაზე მწყდება, რომ საკუთარი ბედნიერება ჩემი გაუბედურების ხარჯზე მოიწყეს.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
საქართველო
გურო გიფიქრია იმაზე თუ რა საშინელი დარტყმა მიაყენე შენ დედას და ბებიას? ცოლი რაა წავა და გათხოვდება და შენ ყველაზე საშინელ კოშმარად გაგიხსენებს. თუ ავადმყოფი დაიბადე იყავი ისევ ავადმყოფი და ყველა მოგეფერება სავალდებულოა კაცის ყ... იტაკო აქეთ იქით? არ გრცხვენია აღსარების?
11:31 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გურო მომისმინე,
არ გეწყინოს მაგრამ, შენი მშობლების ამბავი იმას მაგონებს: ჩიტი ღობეზე იჯდა და ხელის გაქნევას ელოდებოდაო რჩევას მოგცემ: იცხოვრე ისე როგორც შენ გაწყობს, ნუ იფიქრებ რას იტყვის ხალხი, რადგან როცა რამე გიჭირს და პრობლემები გაქვს ის ხალხი ზურგს გაქცევს და საკუთარ პრობლემებთან რჩები მარტო. . . იცხოვრე ისე როგორც შენ გინდა, ცხოვრება ხანმოკლეა დატკბი თითოეული წამით და ყოველი დღით
14:43 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკ
საერთოდ არაფერი მაქვს გეის საწინააღმდეგო. მიმაჩნია , რომ რაც ჭირს არ არის მისი ბრალი (გააჩნია შემთხვევასთან) და დაბადების მომენტში ანომალიასთან გვაქვს საქმე. სიტყვაზე, ვიღაცა თუ განსხვავებული დაიბადა, ამისთვის უნდა ჩავქოლოთ? იმას გააჩნია, როგორ იქცევა. თუ სხვას არ უშავებს არაფერს, (განსაკუთრებით ბავშვებს) თავისთვისაა, მაშინ დავანებოთ რა თავი. აგერ, რამდენი ფაქტი გამომჟღავნდა , რომ კაცმა შვილი გააუპატიურა, ბიძამ დიშვილი, ათასი სიბინძურე გვესმის. ამაზეც გვქონდეს რა რეაქცია. სწორი ორიენტაცია რომ აქვს ამიტომ გეი უნდა ჩავქოლოთ და ეს პედოფილი არა?
00:38 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
maka
Xo ar gviyvars qartvelebs geebi!!ise vid uyvars?piradad chemtvis arcerti,arc evropeli da arc qartvei geia misagebi.mezizgebian yvelani...guros istoriashi sasacilo isaa,rom tviton aqcents,ar aketebs tavis orientaciaze..aqcents imaze aketebs,rogor gautxivda coli,deda da bebia..sasaciloa satirali,rom ar iyos...da
02:29 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
კიდევ ერთი ზღაპარი კაბიან კაცზე. ისე მაინც დაწერეთ რომ სიმართლის რაღაც პროცენტივით ერიოს მარა ალბათ ბევრი დაიჯერებდა ამ ისტორიას. რა ვქნათ ეხლა შევიცოდოთ ეს გეი ბიჭი თავზე ხელი გადავუსვათ და უბეში ჩავიკრათ? ესაა ამ სტატიის მიზანი ალბათ, მარა ვინც ეს სტატია დაწერა ალბატ იმას ვერ გაურკვევია თავად არი თუ არა გეი. ეხლა ერკვევა და საზოგადოების აზრი აინტერესებს...
17:33 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS