04 დეკემბერი, 2014
სიკვდილით დასრულებული უმძიმესი ტრაგედია – ''მეუღლის სამკურნალო ფულიც კი დავხარჯე...''
რამდენიმე დღის წინ კაზინოდან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. მძღოლი შუა ხნის, ცოტა უცნაური გარეგნობის კაცი იყო, რომლითაც თავიდანვე დავინტერესდი. ვუთხარი, რომ ფული სულ წავაგე და მინიმალურ ფასში წავეყვანე სახლში. უსიტყვოდ დამთანხმდა და მანქანის დაძვრისთანავე საკუთარი ისტორიის მოყოლა დაიწყო. თურმე წელიწადნახევარია კაზინოების მიმდებარე ტერიტორიებთან მუშაობს, რათა იქიდან გამოსულ ახალგაზრდობას საკუთარი ამბავი მოუყვეს და ამით დაეხმაროს.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს მდგომარეობაში თუ აღვმოჩნდებოდი თან 47 წლის ასაკში. ადრე მხოლოდ ვაკრიტიკებდი იმ ადამიანებს, რომლებიც აზარტული თამაშებით ირთობდნენ თავს. მას
შემდეგ რაც ოჯახი შევქმენი, ტაქსის მძღოლი გავხდი. დიდი ხნის განმავლობაში ამით ვარჩენდი ოჯახს. დღესაც ამ გზით ვშოულობ ფულს.
- პირველად როგორ მოხვდით კაზინოში?
- ბიძაშვილს შევყევი, რომელსაც მთელი ცხოვრება ამ თამაშების გამო ვეჩხუბებოდი. დედა იტალიიდან ფულს უგზავნიდა იმისთვის, რომ ცოლი და მცირეწლოვანი შვილი შეენახა. ის კი კაზინოში აგებდა. რომ ვეჩხუბებოდით, გვატყუებდა, არ ვყოფილვარო. ერთხელ დავურეკე, სად ხარ-მეთქი, ვკითხე. სამსახურშიო, მიპასუხა. მივხდი, მომატყუა და პირდაპირ კაზინოში მივედი, გვერდით მივუჯექი, თვალს ვადევნებდი თამაშს, რაღაცეებში გავერკვიე, ვხედავდი, როგორ იგებდა ფულს. მალე ყველაფერი წააგო და 10 ლარი მთხოვა. 20 ლარიანი კუპიურა ულამაზეს მიმტან ქალბატონს დავახურდავებინე, 10 ლარი ლევანს მივეცი და უკვე თამაშის წესებში გარკვეულმა თავადაც გავაკეთე ფსონი. იმ ღამეს მოგებული 200 ლარი კაზინოს წინ ლევანს გავუყავი და ვთხოვე, ეს მისი ბოლო თამაში ყოფილიყო. იმ ღამეს სიხარული და სინანული ერთდროულად დამეუფლა. მიხაროდა ჯიბეში უშრომელად ნაშოვნი ფული და ჩადენილი საქციელის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
ბიძაშვილის ყოველდღიურმა მოკითხვამ და უნებისყოფობამ აზარტომანად მაქცია. ზომბად ვიქეცი, სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებდი, აღარ მაინტერესებდა ოჯახი, შვილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ალქოჰოლი, რომლითაც მანამდე ხშირად ვიქცევდი თავს, მეგობრები, ნათესავები. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, სად მეშოვნა ფული რომ იმ წყეულ ადგილას წავსულიყავი.
- როგორ შოუობდი ფულს?
- ცოტას ტაქსაობით, ცოტას ბანკიდან სესხებით, მეგობრებით, ცოლის ნათესავებით, ბოლოს დავალომბარდე ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა ოჯახში: ლეპტოპი, პლანშეტი, ფოტოაპარატი, რომელიც ახალ წელს ვუყიდე ჩემ შვილს, მანქანის მაგნიტოფონი და მანქანაც კი.
- ოჯახს რით არჩენდი?
- დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია. ქირით ვცხოვრობთ, მეუღლეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა, ქიმიის ფულს თვიდან თვემდე ვაგროვებდით მთელი ოჯახი. ჩემა 17 წლის გოგონამ ბარში მიმტანად მუშაობა დაიწყო. მთელი ჩვენი ნაგროვები ფული ერთ ღამეში გავატენე ქარს... მეუღლის სამკურნალო ფულიც კი დავხარჯე. სინანული ყოველთვის მქონდა, მეზიზღებოდა საკუთარი თავი, ვგრძნობდი, რომ დიდ ჭაობში ვიყავი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოვიგებდი თუ წავაგებდი, მთავარი ჩემთვის იქ ყოფნა იყო. ჭაობი ნელ-ნელა ღრმავდებოდა, პირველი წაგებული 10 ლარის გამო გამოწვეეული განცდა უფრო მძაფრი იყო, ვიდრე შემდგომი ასასის, ორიათასის... ფულს ჩემთვის ფასი დაეკარგა, ჩვეულებრივი აზარტომანი გავხდი.
- ოჯახის წევრებმა იცოდნენ თქვენი მდგომარეობა?
- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოვუყევი ცოლს ყველაფერი. ვეხვეწებოდი, დამეხმარე, ამაზე უარესი ავადმყოფობა არ არსებობს-მეთქი. შენი საშველი შენსავე გონბაშიაო, მითხრა. მე როგორ დაგეხმარო, მთელი დღე შენს გვერდით ვერ ვიქნები, თვითონ უნდა შთააგონო თავს რომ ამ ჭაობიდან ამოხვიდეო. არც ერთი ქალი არ მოითმენდა იმას რასაც ნინო იტანდა. კაზინოში ვინც კი გავიცანი, ოჯახი არავის ჰყავს.

ამ ისტორიის ფინალი უმძიმესი მოსასმენია. ჩემს რესპონდენტს მეუღლე წელიწადნახევრის წინ გარდაეცვალა. მას შემდეგ მამუკა კაზინოში აღარ შესულა. არც მე ...

გიორგი წამალაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
.
გასაგებია, ეს ისტორია ჟურნალისტის შეთხზულია, თუმცა რეალობასთან ახლოა. არც კაზინო უნდა დაიკეტოს, არც მსუბუქი ნარკოტიკი(მარიხუანა) და პროსტიტუცია უნდა იკრძალებოდეს. უნდა იყოს ასაკობრივი შეზღუდვა, 21 წლამდე. ამ ასაკის ადამიანს დეპუტატობას და ქვეყნის ბედს ანდობთ და საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას უკრძალავთ? ჰოლანდიაში ე.წ. "წითელი ფანრების" ქუჩაზე მხოლოდ უცხოელები მუშაობენ, რადგან ადგილობრივები მიხვდნენ კარგი და ცუდი რა არის.
20:39 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
რისთვის ინგრევენ ცხოვრებას.. რისთვის კარგავენ ოჯახს..
18:05 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ორი ცელია ცხოვრება გამიმცარა კაზინომ და მევახშემ გამცარებყლი ცოლი გცერტ ორი ბინის ტანხა ცააგო ცემმა ქმარმა და ატასი ყბედყრება გადამხდა ტავს არ ვიცი როგორ გავუზელი ამ ყველაპერს რატომ არ იხყრება ესეტი დაცესებულებები მაინტერესებს კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დარცეს უსახლკაროდ
05:24 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
alfa
ელემენტარული ცოდნა რომ არ გაქვთ ღრუზინებო იმას მაინც მიხვდით, დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით იმასაც კარგად ადგენენ ვინაა კაზინოში პირველად ნამყოფი და ნებისმიერი აპარატი ონლაინშია ჩარტული.
00:54 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სამკურნალო ფული არა და ჩექმის ფული მოტყუებით დამცინცლა ჩემმა ქმარმა და 200 ლარი ტოტალიზტორს აჩუქა 3 კვირის უკნ. იქამდეც მრავალი 200 ლარი იყო. 2 შვილი გვყავს. დავანგრიო ოჯახი? თუ შეიძლება ამგვარი ხალხის გამოსწორება? როგორ შევძლო მისი შველა, ვინმეს გაქვთ ამის გამოცდილება? თუ სულ ტყუილად მაქვს იმედი? არა სინანულით კი ნანობს, მაგრამ ასე ნანობდა ადრეც
17:27 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS