13 ნოემბერი, 2014
დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''
ძალიან მშვიდი და წყნარი ბუნების ბავშვი იყო ქალბატონი ქეთევანი ოთხი შვილის დედაა, თუმცა აქედან მისი ღვიძლი მხოლოდ სამია. დაწვრილებით თავისი ოჯახის ამბავს თავად მოგვიყვება...

- რატომღაც ქალის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცებს თითქმის ყველაფერს შევუმდობთ. იმაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს, როცა კაცი გღალატობს და ამაზე თვალს ხუჭავ?! მე და ჩემი მეუღლის შემთხვევაში ღალატი არ ყოფილა, ჩვენი შეუღლების შემდეგ მას ჩემ გარდა ქალი აღარ ჰყოლია და ამიტომ ვაპატიე ის ტყუილი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ.
მე და
ზურამ ოჯახი ისეთ ასაკში შევქმენით, როცა ორივეს კარგად გვქონდა ეს ნაბიჯი გააზრებული. ის ოცდაექვსი წლის იყო, მე ოცდახუთი სწორედ მის ოჯახში შემისრულდა. ზურას შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოგვეცალნენ ხელიდან. დედამთილი რომ დაიღუპა, ჩემი მამამთილი ლოგინად ჩავარდა. ექვსი თვის განმავლობაში საწოლში იწვა, იქვე ვაჭმევდი, ვბანდი... ძალიან მიჭირდა მისი მოვლა. ზურა მუშაობდა და მთელი დღე სახლიდან იყო გასული, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა. ამ სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ უკვე ორსულად ვიყავი და მძიმის აწევა არ შეიძლებოდა. თან ტოქსიკოზი მქონდა, რასაც ვჭამდი, არაფერი მერგებოდა. ვერ წარმოიდგენთ, ზურა როგორ განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ რა გვექნა, სხვა გზა არ იყო... ოთხი თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. ჩემი მეუღლის მშობლები საკუთარივით დავიტირე. ზურა თავზე მევლებოდა, ძალიან მაფასებდა იმის გამო, რაც გავაკეთე. მერე ჩვენი პირველი შვილიც გაჩნდა, ურთულესი მშობიარობა მქონდა და კინაღამ გადავყევი. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მეც ნელ-ნელა მოვყოჩაღდი. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, თუმცა ძიძის აყვანა და სამსახხურის დაწყება მინდოდა. მართალია, ზურას კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი ჯიბის ფული სულ სხვაა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ოთხ თვეში ისევ დავფეხმძიმდი, აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. პარატა გოგო აღარ ვარ, ბარემ მეორესაც გავაჩენ, პატარებს ერთად წამოვზრდი და სამსახურზე მერე ვიზრუნებ-მეთქი. მეორე ორსულობა შედარებით უფრო კარგი მქონდა და ცხრა თვის თავზე ერთის მაგივრად ორი ბავშვი გამიჩნდა.
- ტყუპი გააჩინეთ?
- დიახ, ანასტასია და კონსტანტინე. პირველს ელისაბედი დავარქვით, ჩემი დედამთილის სახელი. ასე უცბად აღმოვჩნდი სამი შვილის დედა. საბედნიეროდ, დეიდაჩემი მოდიოდა და მეხმარებოდა, თორემ მარტო ნამდვილად ვერაფერს გავართმევდი თავს. დღის ბოლოს ისე ვიღლებოდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.
- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?
- რასაკვირველია, ჩემს მდგომარეობას განიცდიდა, მეუბნებოდა, დამხამარე ქალი ავიყვანოთო, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. უცხო ქალს კი არა, რამდენიმე საათით დეიდაჩემსაც კი ვერ ვუტოვებდი ბავშვებს. რა ვქნა, ასეთი გიჟი დედა ვარ (იღიმის).
- ასე როდემდე გაძელით?
- მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი შვილები ჩემი გაზრდილები არიან. შეიძლება ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვუყვარდი და მაფასებდა ზურა. მერე კიდევ უფრო დამაფასა, როცა ერთ დღესაც სახლში ოთხი წლის გოგონა მოიყვანა და მითხრა, ობოლია, მშობლები ავარიაში დაეღუპა, არავინ ჰყავს და ჩვენ გავზარდოთო.
- ბავშვი საიდან მოიყვანა?
- თანამშრომლის მეზობელიაო, ასე მითხრა. ყველა საჭირო საბუთს ერთ კვირაში მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ, თუ შენ თანახმა იქნები, ვიშვილოთო. სხვა არაფერი მიკითხავს, ჩემს მეუღლეს ვენდობოდი და ეჭვი არაფერში შემიტანია. ბავშვი ზურას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ეს არ შემინიშნავს. თურმე მისი შვილი იყო.
- ეს ამბავი როდის გამჟღავნდა?
- მარიამის შვილად აყვანიდან ორ წელიწადში. ძალიან მშვიდი და წყნარი ბუნების ბავშვი იყო. მთელი დღე ისე გავიდოდა, ხმას არ იღებდა. ჩემი შვილებისგან განსხვავებით კარადებზე და პიანინოს სახურავზე არ დარბოდა (იღიმის). ერთ დღესაც კარზე ზარი გაისმა. მე ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, ზურა სამსახურში იყო. ზღურბლზე ლამაზი ქერა ქალი იდგა. შემოვიპატიჟე თუ არა, მაშინვე ბავშვებისკენ წავიდა. მათ შორის მარიამი გამოარჩია, უცბად ატირდა. ვერ მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა, ბოლოს მითხრა, ამ ბავშვის დედა ვარ და მინდა, რომ შვილი ჩემთან წავიყვანოო. ვერაფერს მივხვდი. მაშინვე ზურას დავურეკე და ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად მოსულიყო შინ. მანამდე ის ქალი უხმოდ იჯდა და მეც არაფერს ვეკითხებოდი. ზურამ კარი რომ შემოაღო, ფერი დაკარგა. მაშინვე მივხვდი, რომ იმ ქერა ქალს იცნობდა და ორივეს მოვთხოვე აეხსნათ, რა ხდებოდა ჩემს თავს. რაღა ბევრი გავაგრძელო და თურმე, სანამ მე ზურას ცოლი გავხდებოდი, მას ამ ქალთან რომანი ჰქონია. ქალი დაორსულდა და ბავშვი გააჩინა. თავიდან თვითონ ზრდიდა, მაგრამ მარიამი ოთხი წლის რომ გახდა, თავის მშობლებთან ისრაელში წასვლა გადაუწყვეტია. ებრაელები არიან და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ. ასე დატოვა ბავშვი და მამამისმა მე მომიყვანა. ახლა იმ ქალს შვილის თან წაყვანა სურდა, მაგრამ აბა, როგორ გავატანდი?! რასაკვირველია, ჩემი მეუღლის ტყუილმა გამაცოფა, მაგრამ ეს იმ ქალის წინაშე არ შევიმჩნიე. მას ვუთხარი, რომ ბავშვს არ გავატანდი, რადგან მას საკუთარი შვილებისგან არ ვარჩევდი და ისევე მიყვარდა, როგორც ელისაბედი, ანასტასია და კონსტანტინე. არ ვიცი, ასე ადვილად რატომ შეეგუა ბედს, ერთი კი თქვა, გიჩივლებთ და შვილს სასამართლოს ძალით დავიბრუნებო, მაგრამ იმ დღის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს ის ქალი აღარ გვინახავს.

ოცი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, ზურა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. მარიამმა, ისევე როგორც ჩემმა შვილებმა, სიმართლე არ იციან. ოთხი შვილი მყავს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სამის ღვიძლი დედა ვარ.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ეთერი ჟღენტი
ქალბატონო ქეთევან დიდი ძალიან დიდი ამაგი გაქვთ გაწეული შვილებზე...თქვენ კი არ დაუმალეთ მას შვილად აყვანა არამედ გაუფრთხილდით მის მომავალს მის ავტორიტეტს!!! ასეთი მრავალი დედააა ...არ ინერვიულოთ მაშინ ასე იყო საჭირო და სწორედ მოიქეცით დღეს ამ ასაკში თვითონაც გაიგებს ...და...დღეს თქვენ არ გატკენთ გულს-თქვენი შვილობილი
15:28 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
არ მგონია ეს მარტალი ამბავი იყოს აბა ასე ვინ მოგცემს ბავშვს რიგებია მაგაზე რას ბოდიალობთ?
15:00 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ვინ როგორ პიქრობს მე რომ ვყოპილიყავი ქმარსაც გავუსჰვებდი სახლიდან შვილი აზრდევინა და იმის გირსიც არ გახადა რომ სიმართლე ეტქვა.
14:58 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშკვანილა
კარგეაააააა
14:41 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
უფალი იკოს ტკვენი მფარველი დიდო ადამიანო!!!
13:20 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS