04 აპრილი, 2019
"..როცა აღარ არის ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? " - ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს
ისინი პირველად ერთად ფილმ "როცა აყვავდა ნუშში" გადაიღეს, სტუდენტ ზურა ყიფშიძეს ამ ფილმმა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭის სტატუსი მოუტანა. მხატვრული ფილმის ერთ ეპიზოდში გამოჩნდება ლიკა ქავჟარაძეც, გოგონამ ერთ სცენაში ნუშის ტოტით გაიარა და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ.

image


მოგვიანებით კი, ისინი ფილმ "არგონავტებში" შეხვდნენ. რუსეთის დაკვეთით გადაღებულ მუსიკალურ ფილმში ყიფშიძე იასონს, ლიკა ქავჟარაძე კი მედეას თამაშობდა.

image

მსახიობ ზურა ყიფშიძეს დღეს პირველ არხზე გადაცემა "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ" მიყავს, სადაც ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს
იხსენებენ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ მათ დარგში. ხშირად თავად ზურა ყიფშიძეც იხსენებს სხვადასხვა ისტორიებს იმ ადამიანებზე, ვისზეც მზადდება კონკრეტული გადაცემა, რადგან ბევრ მათგანთან მას პირადი ნაცნობობა თუ მეგობრობა აკავშირებდა.

ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძის შესახებ ამბობს: იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS