01 ნოემბერი, 2018
ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი - ტაბუდადებული თემები და კითხვები პრეზიდენტის კანდიდატის ბიოგრაფიიდან
ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რეიტინგული კანდიდატების პირველ სამეულში შედის, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე გასაიდუმლოებული ბიოგრაფიის კანდიდატიცაა 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. მის ბიოგრაფიაში თითქმის არაფერია ნათქვამი უფროს ვაჟზე, რომელიც დღემდე რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, არაა ნათქვამი ვაშაძის საბჭოთა კავშირის პერიოდზე ან იმ ადამიანებზე, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი დიპლომატიური კარიერა და მომავალი. თუმცა, როცა საუბარია ქვეყნის მთავარსარდლის და კონსტიტუციის გარანტის პოსტზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ვის აბარებს პრეზიდენტობას.

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს საბჭოთა საქართველოში ცნობილი
პარტიული მუშაკის, მაშინ ასე ერქვათ, ნოდარ ვაშაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის #61 სკოლაში.

1975 წელს, იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივნის პოსტზე მყოფი მამის დახმარებით გრიგოლი გადასახლდა მოსკოვში და მოეწყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სოლიდურ МГИМО-ს უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის და დიპლომატიური კორპუსის, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამჭედლო. МГИМО-ში მოხვედრას სჭირდებოდა დიდი კავშირები, რომლებიც ჰქონდა ვაშაძის მამას.

1976 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა დაინიშნა საბჭოთა საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ახალგაზრდის წარმატების შანსები. თუმცა, სწრაფი კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ პრესტიჟული საბჭოთა სასწავლებელი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო შესაბამისი რანგის საახლობლოც. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძე უკვე თანამდებობაზე მეტს ნიშნავდა. საქართველოში ისედაც პრივილეგირებული ოჯახის დანათესავებამ ალხიმოვთან გააძლიერა მინისტრ ნოდარ ვაშაძის პოზიციებიც. გრიგოლმა მეუღლე ნატაშა საქართველოში ჩამოიყვანა სტუმრად. საბჭოთა კგბ-ს ქართულმა დანაყოფმა მათ შესაბამისი დახვედრაც მოუწყვეს.

1979 წელს ვაშაძეს და საბჭოთა კავშირის მთავარი ბანკირის ქალიშვილს ეყოლათ ვაჟი ნოდარი.

1981 წელს გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა МГИМО და გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე - კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა. ვაშაძის სიმამრი ვლადიმირ ალხიმოვი იყო ავტორიტეტული და ამავდროულად, მოწესრიგებული ადამიანი, მას ძალიან უყვარდა უმცროსი ქალიშვილი და სურდა, რომ ქალიშვილის ოჯახს სწრაფად მიეღწია გავლენისა და წარმატებისთვის, შესაბამისად საჭირო იყო სიძეზე ზრუნვა, მითუმეტეს, რომ 1983 წელს საბჭოთა საქართველოში ვაშაძის მამა დაინიშნა საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად. ყველა წინაპირობა იყო ამგვარ სანათესაო გარემოცვაში გრიგოლს დიდი მომავალი ქონოდა საბჭოთა რუსეთში. მაგრამ ვაშაძის კარიერული აღმასვლა შეაფერხა ოჯახურმა დრამამ. მისი მეუღლე ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტ ანდრეი გავრილოვთან, მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშა ალხიმოვამ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი და გადასახლდა ლონდონში, მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ ნატაშას და ალხიმოვის ურთიერთობის შესახებ საქმის კურსში იყო ვაშაძის სიმამრიც. სიმამრის მფარველობა დასრულდა. გარდა ამისა, მანამდე კგბ-შიც გაჩნდა ეჭვი, იქნებ გრიგოლ ვაშაძემაც იცოდა ანტისაბჭოთა მუსიკოსის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. თუმცა, ეს შიში უსაფუძვლო იყო, გრიგოლი არ იზიარებდა ნატაშას ანტისაბჭოთა განწყობებს და არც იმპერიიდან გაქცევას და არც რეჟიმთან სხვაგვარად ბრძოლას არ აპირებდა, ვაშაძე ბოლომდე დარჩა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ.

მიუხედავად ვაშაძის კრემლისადმი ერთგულებისა, ნატაშას და გავრილოვის ლონდონში გაქცევამ ცუდად იმოქმედა მის კარიერაზე. კარიერული აღმასვლის იმედი აღარ იყო, ვაშაძეს პერსპექტივაში ჰქონდა საშუალო რანგის საბჭოთა დიპლომატის მომავალი...1988 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა მინისტრობიდან გადაიყვანეს კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად, თავად გრიგოლი კი გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად. განაგრძეთ კითხვა:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS