05 ივლისი, 2018
რას ყვება სამი შვილის დედა? - "სოც.მუშაკმა შენს შავკანიან ქმარს თუ დაშორდები, მე დაგიბრუნებ შვილებსო..."
სამი შვილის დედა, ნინი რ. ყვება, რომ შავკანიანთან ქორწინებას დედა არ პატიობს და მისი შვილების მოწამვლას ცდილობს. რესპოდენტი ასევე გვიყვება, რომ მის მცირეწლოვან ქალიშვილზე, სექსუალური ძალადობის ინციდენტს დედამისი სამი წლის განმავლობაში უმალავდა, მოგვიანებით კი, როცა სიმართლე გაიგო და სამართალდამცავებს მიმართა, უთხრეს, რომ ინციდენტის შემდეგ დიდი დრო გავიდა და უკვე აზრი აღარ აქვს გამოძიებას. როგორც ნინი ყვება, მას მეორედ წაართვეს შვილი და არ უბრუნებენ. ნინი რუხაძემ თავისი ტრაგიკული ისტორია რამდენიმე პოპულარულ ვლოგერთანაც მოყვა. შემზარავი ისტორიის დასადასტურებლად
ფარულად ჩაწერილი დიალოგები თავად გამოგვიგზავნა ნინომ, გაეცანით ინტერვიუს და თავად განსაჯეთ არსებული რეალობა.

- ვერ ვარ კარგად, გუშინ ლამის მოვკვდი.. გულის პრობლემები მაქვს და თავის ტკივილები მკლავს... ნერვიულობისგან ვარ განადგურებული, ჩემი შვილი თუ არ დავიბრუნე, ასე ნელ-ნელა მოვკვდები მალე და ესენიც ობლად დამრჩებიან.
3 წლის უკან, დედაჩემმა წამართვა ზუკა და თამარი. როგორც ახლა ჩამომართვეს ბავშვები. სახლში ვიყავი, ჩემი შვილი მეზობელს წყალს ასხამდა, იმ ქალმა ერთი ამბავი ამიტეხა, ბავშვს ვერაფერი გავაგებინე და ერთი წამოვარტყი, ამის გამო მიჩივლა პატრული გამოიძახა, მოძალადე დედააო და ისე ჩამომართვეს ბავშვი, სიტყვა არ მათქმევინეს. დედაჩემმა წამართვა ბავშვები და მეზობელს დააბრალა, მეზობელს ეუბნებოდა თქვი, თქვი რომ მოძალადე დედააო, ის კი პასუხობდა თამრიკო, გაჩერდი ნუ იტყუები, ესეთი დედა, როგორიც ესაა, ნეტა ყველა იყოსო. მეზობლები, ყველა იმაზე არიან დაშოკილები, რა კარგად ზრდის ბავშვებსო... მერე სოც. მუშაკმა ასეთი ულტიმატუმი წამომიყენა, შენს შავკანიან ქმარს თუ დაშორდები, მე დაგიბრუნებ შვილებსო. ორი კვირა არ იყო გასული, ჩემმა ბიჭმა დამირეკა, ჩქარა დედა წამიყვანე, ბებოს ვერ ვუძლებო.

დედაჩემს თავის თავზე ჰქონდა მეურვეობა აღებული, გაიგო, რომ ბიზნესი წამოვიწყე - ლარიანების მაღაზია მქონდა ახალი გახსნილი, რომ შვილებისთვის რამე გამეკეთებინა და ეგ ვერ აიტანა, ბავშვი გამოსაქცევი გამიხადა. ჩემი ბიჭი რომ ჩამოვიდა მარშუტკით, მოგვიანებით დედაჩემიც ჩამოვიდა ჩემს გოგოსთან ერთად.

- სექსუალური ძალადობის ინციდენტზე უამბე მკითხველს...
- სოფელში პაპაჩემთან მუშაობდა ეს პიროვნება მიწაზე, პაპაჩემი ისეთი კაცია, არასოდეს მუშებს მშიერს და უფულოს არ ტოვებს. დედაჩემი კი ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს, ისეთი როჟაა, მოტეხვა უყვარს ფულების, ჩემი დაც ეგეთია. ალბათ პაპაჩემმა მისცა ფული და დედაჩემმა არ გადაუხადა. ბევრი ფაქტი ვიცი, ჩემი ყოფილი ქმარი უგზავნიდა ფულს დედაჩემს და დედაჩემი მიტეხავდა, არ მაგებინებდა საერთოდ.

ჩემმა ბიჭმა მითხრა, ერთხელ ეს კაცი გარეთ გადამეყარა, კისერში ხელი წამავლო და მითხრა ბებიაშენი თუ იმ ფულს არ მომცემს, იცოდე, მწარედ განანებთ, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათო.

სადაც ცხოვრობს ის კაცი, იქვე ორღობეში დაუტოვებია დედაჩემს თამუნა, აქ ითამაშე ბებო, მე წავალ გაზზე საჭმელი დამრჩა და გამოვალო. მაგ დროს ჩემი გოგო იყო 6 წლის. ეს კაცი გამოსულა და უთქვამს, წამოდი ქათმები გაჩვენოო, ბავშვი შეყოლია და მაგ დროს განუხორციელებია ძალადობა. მთელი სამი წელი დედაჩემი ამ ამბავს მიმალავდა.

გასულ ზაფხულს, მე, ჩემი ბიჭი და ჩემი გოგო საჭმელს ვჭამდით და ბავშვს ვუთხარი, დედი მომაწოდე ერთი ჭიქა წყალი მეთქი, ბავშვს ხელები აუკანკალდა და ჭიქა გაუვარდა. რა გჭირს-მეთქი?! დედა, რაღაც გამახსენდაო, მიპასუხა. რა გაგახსენდა-მეთქი ვკითხე. აი, მე სოფელში რომ ვიყავი, ზაქრო რომ იყო ჩვენთანო, სახლში შემიყვანა, ბნელ ოთახში, ჩამხადა, ჩამიწია, ჭუჭუა ამოიღო და შემიდოო... ზუსტად ასე ყვებოდა ბავშვი, ბოდიში, ამის გამეორება რომ მიწევს... ვაზისუბნის პოლიციაში დავრეკე, საქმე ავღძერი, პოლიციამ მითხრა, რა აზრი აქვს, ახლა რა უნდა გააკეთო სამი წელია გასულიო. დედაჩემმა დამირეკა, პანიკა ატეხა, ბავშვს სახელი არ გაუფუჭო, რატომ აღძერი საქმე, ჩემი ძმა მიხედავს მაგას ციხიდანო, მაგას ააორთქლებსო. არა, ბავშვს სახელი არ გაუფუჭო, საქმე არ აღძრაო, მიმეორებდა კატეგორიულად.

ქორწინებაში სამჯერ ვიყავი, როცა მესამე ქმრისგან ბავშვს ველოდებოდი, დედაჩემი მოსახმარებლად არ მოდიოდა ჩემი უფროსი შვილების დასატოვებლად. დავღვარე წყლები, ჩემი მეუღლე დარჩა. ოპერაცია რომ მიკეთდებოდა მხოლოდ მაგ დროს მოვიდა სახლში და დაიტოვა ბავშვები. სამშობიაროში რომ ვიწექი, სამი დღის შემდეგ მოვიდა დედაჩემი თამუნასთან ერთად, ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მოკვლას ცდილობდა ტექნიკურად. საავადმყოფოში მუშაობს, წამლები არ იქნება მისთვის მიუწვდომელი. პალატაში რომ შემოვიდა ჩემი გოგონა, კისრის არეში შევამჩნიე ანატყავები, საშინელი გამონაყარი ჰქონდა, წაქცეული ხომ არ არის-მეთქი?

ბავშვს ვეკითხები, დედი რა დაგემართა-მეთქი? ბავშვი ისე იყო გონებრივად, ვერ ვცნობდი, შეიძლება დასავიწყებელ წამლებს ასმევდა. ბავშვს რა სჭირსთქო ვკითხე დედაჩემს, სამსახურში წავიყვანე ჩემთან, კბილი სტკიოდა და სინჯი გავუკეთეო. მე სულ სხვა ეჭვები მქონდა, იმიტომ რომ დედაჩემს არ ვენდობი. ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, ახლა ექიმებს შემოვიყვან, ანალიზებს გავუკეთებ და გავარკვევ სიმართლესთქო ვუთხარი დედაჩემს. თავიდან დამთანხმდა, კარგიო და თუ არაფერი აღმოაჩნდება, პირიქით, მე არ გაპატიებო. შემოვიყვანე ექიმები და კივილ-წივილი ატეხა, ბავშვს ხელი მოკიდა და გააქანა სახლში. ბავშვს არ უჩხვლიტოთ, ეტკინება, ბავშვი ცოდოაო იძახდა.

სახლში რომ დავბრუნდი, გამონაყარი უფრო აშკარად შევნიშნე, მთელ ტანზე ჰქონდა ბავშვს, შემეშინდა ბატონები ხომ არ აქვს-თქო და დედაჩემმა კანის ექიმთან წამაყვანინა. ექიმმა გვითხრა, ძაღლის ინფექციაა, ალბათ ბავშვი ძაღლთან თამაშობდაო.

დედაჩემი როცა მოდიოდა, გამონაყარი სულ უჩნდებოდა ბავშვს და როცა არ იყო, მერე უქრებოდა. სოფლიდან რომ ჩამომიყვანა, ბავშვებს შევამჩნიე ყურის ბიბილოები ჰქონდათ ახეული, ჩაჭრილი ხორცი და მიმტკიცებდა მაიკისგან აეხათ ყურებიო, მერე მიმტკიცებდა ავიტამინოზის ბრალიაო.

შავკანიან მეუღლესთან რომ დავიწერე ჯვარი, ძალიან გაბრაზდა, დამწყევლა. ამის შემდეგ ქმართანაც ამერია ურთიერთობა, ძალიან აგრესიული გახდა და გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი, მოვითხოვე თავშესაფარში გადასვლა.

- დედასთან როდის მერე დაგეძაბათ ურთიერთობა?

- მას შემდეგ არ გამახარა, რაც შავკანიან მეუღლეს გავყევი ცოლად. მომიყვანა სოციალური მუშაკები და წაართმევინა შვილი ერთი თავში "წამორტყმის" გამო და მითხრა, თუ გინდა შვილები, მათთან ერთად წამოდი თავშესაფარში და შავკანიან მეუღლეს დაშორდიო. თავშესაფარში წამოვალ-მეთქი და არა, არა, არა! ჯერ მეუღლეს დაშორდიო.
დედაჩემმა ბიძაჩემს ჩემი თავი აცემინა მაგრად, უსამართლოდ. ბიძაჩემს ვუთხარი, კარებში დადექი, მოისმინე ჩუმად ლაპარაკითქო და რომ მოისმინა, მერე დედაჩემი სცემა, ტყუილად რომ აცემინა ჩემი თავი, მაგიტომ. ისე სცემა, ხელიდან ძლივს გავაგდებინე დედაჩემი...

- როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს მეუღლეს სიდედრთან?

- ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, სულ შეურაცხყოფას აყენებდა დედაჩემი და ამცირებდა ჩემს ქმარს, ის კი ალაგებდა ტანსაცმელს და გარბოდა სახლიდან. ვტიროდი, ვევედრებოდი დარჩენილიყო, მესამედ მინგრევს დედაჩემი ოჯახს-მეთქი.

- თქვენ თქვით, რომ დედათქვენმა ბავშვები დაგიბრუნათ, მაგრამ თამარი კვლავ თავშესაფარშია...

- როცა პირველად წამართვა ბავშვები, გარკვეული დროის შემდეგ დამიბრუნა, ერთ-თვიანი შემაკავებლის შემდეგ აბრუნებენ ბავშვებს. მაგრამ ახლა უკვე კრიზის ცენტრის უფროსმა გამიჩალიჩა... ჩემს შვილებს ვერ ვაჭმევდი, საშუალება არ მქონდა, ქმარს რომ ვთხოვდი, მერე სექსუალურად ძალადობდა ჩემზე სანაცვლოდ და ამიტომ წავედი ბავშვებთან ერთად თავშესაფარში.
როცა საქმე ავღძერი, გამომძიებელი აიძულებდა ჩემს ბიჭს, ზუკას, ეთქვა თითქოს თავის დასთან თვითონ ამყარებდა სექსუალურ კავშირს.

ახლა თამარია თავშესაფარში, გასულია შემაკავებელის პერიოდი და მაინც არ მიბრუნებენ. ჩუმად მირეკავს ხოლმე, როცა სტუმრები ჩადიან. ბოლო საუბარი მეგობარს მოვასმენინე, შოკში ჩავარდა. თამარი ამბობს, "ბუბკიანი" ჯოხით მცემენ ყოველდღეო, მე ვერ გავიგე, ემოციებში ვიყავი შვილის ხმა რომ მესმოდა და მერე დაქალმა მითხრა - გოგო, შენ "ტყემალზე იჯექი", ბავშვმა რა თქვა ვერ გაიგეო?

მერე, როგორც ჩანს, ოთახში ვინმე შევიდა და ბავშვმა დაიწყო კარატეზე ლაპარაკი, გახსოვს, კარატეზე რომ დაგყავდი დედა, იქ როგორ მირტყამდნენო?

საშუალება არ მაქვს კერძო ადვოკატი რომ ავიყვანო, საჭმელზე ხალხი ინტერნეტით მეხმარება. დღესაც მოვიდნენ გაზს გადავჭრითო ყვიროდნენ და ვიმალებოდი.


მარიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გიორგი
ვერ გავიგე თან ამბობს რომ დედაცემს ვეხვეწებოდი მესამედ არ დამინგრიო ოჯახიო ანუ შავკანიანი ქმარი მოწონს ტან ამბობს რომ ჩემს ქმარს რომ ვთხოვდი ბავშვისთვის საჭმელი ეყიდა სექსუალურად ძალადობდაო მიდი და გაიგე
21:56 / 08-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგარი გარეკილი აქვს
13:35 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
!
იქნებ რესპოდენტის დედისთვისაც მოგესმინათ!
10:54 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
დათო
მოდაშია ეხლა ესეთების წერა. ძლიერი ქალი/ჩაგრული ქალი/ ძალადობის მსხვერპლი ქალი. ნუ სასაცილოა მაგრამ ტრენდია და ათას მოგონილ სისულელეს წერენ.
03:03 / 06-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ქუჯი 7
რა აბდაუბდაა,რომ დაგიჯეროთ კონკრეტული სახელ-გვარები დაწერეთ
22:16 / 05-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS