12 თებერვალი, 2018
განრისხებული პატარძალი: საუკეთესო დაქალმა ქორწილის იდეა მოიპარა და პირველი გათხოვდა

 

ინტერნეტი განაწყენებული პატარძლის ანონიმურმა ისტორიამ მოიცვა. გოგონამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს დასახმარებლად მიმართა, რადგან არ იცის, როგორ მოიქცეს: მან ერთდროულად საუკეთესო მეგობარი და ოცნება - ლამაზი ქორწილი დაკარგა.

როგორც ვებ-პორტალი Mumsnet-ი წერს, ორი საუკეთესო დაქალი ქორწილს ერთად გეგმავდა: ერთ-ერთი ივნისში უნდა გათხოვილიყო, მეორე კი - სექტემბერში. ერთი, დასვენების დღეებში ქალაქგარეთ სახლის დაქირავებას და იქ ახლო ნათესავებისა და მეგობრების მიპატიჟებას გეგმავდა, შემდეგ კი ბარბექიუს მოწყობა და აუზზე დასვენება სურდა. მეორე უფრო ტრადიციული გართობისთვის, რესტორანში სავახშმოდ ემზადებოდა -
მაგრამ მისი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა.

გოგონამ დაქალს გაანდო, რომ ფემძიმობის მერვე თვეში იმყოფებოდა, რის გამოც ქორწილის გადმოწევა სექტემბრიდან აპრილში მოუწევდა. ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელად მან რესტორანში ვახშმობას დასვენების დღეების ქალაქგარეთ გატარება არჩია.

"მან იგივე სახლი დაიქირავა და იქ ახლო ნათესავებისა და ჩვენი საერთო მეგობრების მიპატიჟებას გეგმავს. ჩემს ქორწილამდე 5 კვირით ადრე! ოჯახის წევრების გარდა, ჩვენ ერთი და იგივე სტუმრები გვეყოლება. ჰო, და ახლა მისი ქორწილიც ისეთივე იქნება, როგორიც ჩემი, მაგრამ რამდენადაც ქორწილს პირველი ის გადაიხდის, ყველა იფიქრებს, რომ მისი იდეები მე მოვიპარე", - წერს აღფრთოვანებული პირველი პატარძალი Mumsnet-ზე.

ხალხი ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგონას ნამდვილად აქვს უფლება თავი მოტყუებულად იგრძნოს: "უთხარი, რომ მატყუარაა, შემდეგ დარეკე და მისი შეკვეთა გააუქმე".

სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: "თუ თქვენს ქორწილზე სტუმრები უკვე მიიწვიეთ, მაშინ მათ უკვე იციან, რომ პირველი თქვენ იყავით".

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გოგონას რეაქცია ზედმეტად მძაფრად მიიჩნიეს: "ამას თქვენთვის მნიშვნელობა მართლა აქვს? ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქორწილები ერთნაირად ჩაივლის. ხოლო, რაც ნამდილად მნიშვნელოვანია - ეს თქვენი ქორწინებაა" - რთულია ამას არ დაეთანხმო, გარდა ამისა, ტყულად არ ამბობენ: მიმბაძველობა პირფერობის საუკეთესო ფორმაა.

ანა გარელი


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS